"ჰოჯსონმა თქვა, რომ ჩემგან წარმატებული მარცხენა მცველი არასდროს გამოვა"

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რობერტო კარლოსმა ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, როი ჰოჯსონის სიტყვები გაიხსენა.

"მან თქვა, რომ ჩემგან წარმატებული მარცხენა მცველი არასდროს გამოვა. მე კი ვუთხარი, რომ მას ფეხბურთი არ ესმის", - დაწერა კარლოსმა "ტვიტერში".

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე კარლოსს უთამაშია "ატლეტიკო მინეიროში", "პალმეირასში", მილანის "ინტერში", მადრიდის "რეალში", "ფენერბახჩეში", "კორინთიანსში", "ანჟისა" და "დელი დაინამოსში".

კარლოსი მსოფლიოს ჩემპიონია; ასევე, ოთხჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და სამჯერ ჩემპიონთა ლიგა.

კარლოსისა და ჰოჯსონის გზები მილანის "ინტერში" 1995/96 წლების სეზონში გადაიკვეთა.

შეგახსენებთ, რომ როი ჰოჯსონი
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ევრო 2016-ის მერვედფინალში ისლანდიასთან (1:2) მარცხის შემდეგ მოხსნეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული