იტალიის ეროვნული ნაკრები გერმანიასთან ევრო 2016-ის 1/4-ფინალურ შეხვედრაში სათამაშოდ სამგლოვიარო სამკლაურებით გამოვა. იტალიელი ფეხბურთელები ამით პატივს დაკას ერთერთ რესტორანში, ტერორისტების დასაკავებლად განხორციელებული ოპერაციის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიაგებენ. ამის შესახებ Football Italia იუწყება.
ტრაგიკული ინციდენტი ბანგლადეშის დედაქალაქში 1-ელ ივლისს მოხდა. შეირაღებულ ტერორისტთა ჯგუფმა რესტორნის სტუმრები მძევლებად აიყვანა, რომელთა შორის 11 იტალიელი იყო. მძევალთა გასათავისუფლებლად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა.