ევრო 2016: იტალიის ნაკრები გერმანიასთან სათამაშოდ შავი სამკლაურებით გამოვა

AutoSharing Option
იტალიის ეროვნული ნაკრები გერმანიასთან ევრო 2016-ის 1/4-ფინალურ შეხვედრაში სათამაშოდ სამგლოვიარო სამკლაურებით გამოვა. იტალიელი ფეხბურთელები ამით პატივს დაკას ერთერთ რესტორანში, ტერორისტების დასაკავებლად განხორციელებული ოპერაციის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიაგებენ. ამის შესახებ Football Italia იუწყება.

ტრაგიკული ინციდენტი ბანგლადეშის დედაქალაქში 1-ელ ივლისს მოხდა. შეირაღებულ ტერორისტთა ჯგუფმა რესტორნის სტუმრები მძევლებად აიყვანა, რომელთა შორის 11 იტალიელი იყო. მძევალთა გასათავისუფლებლად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული