საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება, საბოლოოდ, გერმანიის ნაკრებს დარჩა.
შეხვედრაში გასული პირველი გოლი 65-ე წუთზე მესუთ იოზილის ანგარიშზეა. მატჩის 76-ე წუთზე გერმანელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომლის რეალიზებაც ლეონარდო ბონუჩიმ მოახდინა - 1:1. ძირითადი დრო ასეც დასრულდა და დამატებითი 30 წუთი დაინიშნა.
ბევრი რამ აღარც დამატებით დროში შეცვლილა: მიუხედავად მცდელობებისა, გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს და ამიტომ, მატჩის ბედი პენალტების სერიას
ამ გამარჯვებით გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, თავისი მეტოქის შესახებ კი ხვალ შეიტყობს.
ხვალ, 3 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე 1/4-ფინალური ეტაპის ბოლო შეხვედრაში მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები ისლანდიას დაუპირისპირდება, რომლის წყვილში გამარჯვებულიც ნახევარფინალში გერმანელებს შეხვდება.