საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება, საბოლოოდ, გერმანიის ნაკრებს დარჩა.
შეხვედრაში გასული პირველი გოლი 65-ე წუთზე მესუთ იოზილის ანგარიშზეა. მატჩის 76-ე წუთზე გერმანელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომლის რეალიზებაც ლეონარდო ბონუჩიმ მოახდინა - 1:1. ძირითადი დრო ასეც დასრულდა და დამატებითი 30 წუთი დაინიშნა.
ბევრი რამ აღარც დამატებით დროში შეცვლილა: მიუხედავად მცდელობებისა, გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს და ამიტომ, მატჩის ბედი პენალტების სერიას
ამ გამარჯვებით გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, თავისი მეტოქის შესახებ კი ხვალ შეიტყობს.
ხვალ, 3 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე 1/4-ფინალური ეტაპის ბოლო შეხვედრაში მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები ისლანდიას დაუპირისპირდება, რომლის წყვილში გამარჯვებულიც ნახევარფინალში გერმანელებს შეხვდება.
ახლა ხომ ვეღარავინ იტყვის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზე გერმანია იტალიას ვერ გამოაგდებსო. ნავსი გატყდა, გილოცავთ გერმანიის გულშემატკივრებს