ანტონიო კონტე: ჯადოსნური ოჯახი გვყავდა და სამწუხაროა, რომ ეს დასრულდა

AutoSharing Option
გუშინ, 2 ივლისს, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალური შეხვედრის შემდეგ, იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 1/4-ფინალში იტალიელთა მეტოქე გერმანიის ნაკრები იყო, რომლებთანაც კონტეს შეგირდები პენალტების სერიაში ანგარიშით 5:6 დამარცხდნენ.

- ევრო 2016. გერმანიის ნაკრები ნახევარფინალშია! [VIDEO]

"ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ჩემპიონებმა ჩვენს წინააღმდეგ სათამაშო სტილი შეცვალეს, ჩვენდამი პატივისცემაზე მეტყველებს. ფეხბურთელებისთვის ყველა ასპექტში რთული შეხვედრა გამოდგა. სამწუხაროა, რომ ჩემპიონატის დატოვება ასე, პენალტების სერიით გვიწევს. თანაც, მეოთხე პენალტის წინ უპირატესობა ჩვენ მხარეს იყო. მაგრამ გერმანიის
ნაკრები მსოფლიოში უძლიერესი ნაკრებია!

გვჯეროდა, რომ მოგება შეგვეძლო, ამიტომ გასახდელში ბევრი გულდაწყვეტილია. გვჯეროდა ჩვენი ოცნების და მივისწრაფოდით მისკენ. ფეხბურთს ზოგჯერ იმედგაცრუებაც მოაქვს...

ფეხბურთელებს შინ დაბრუნება სუფთა სინდისით შეუძლიათ. ისინი ჩემს გულში დარჩებიან. ერთად ორი ფანტასტიური წელი გავატარეთ და ყოველთვის მადლიერი ვიქნები როგორც ფეხბურთელების, ისე სამწვრთნელო შტაბის, მენეჯერებისა და... ყველასი! ჯადოსნური ოჯახი გვყავდა და სამწუხაროა, რომ დღეს ეს დასრულდა.

ნაკრების დატოვების შესახებად გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივიღე. ბევრჯერ დარჩენაზეც მიფიქრია მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. ჩვენ კვალი დავტოვეთ, რომლისგანაც იმედია, რაღაც გამოვა. რამდენიმე ფეხბურთელისთვის ეს ჩემპიონატი პირველი იყო და მათ დიდი გამოცდილება მიიღეს. ახლა მთავარია, სწორად გამოიყენონ ის.

როცა მოედანზე თავს არ ზოგავ, არავის აზრად არ მოსდის შენი კრიტიკა. ამ ბიჭებმა იმაზე მეტი გააკეთეს, ვიდრე ვალი მოითხოვდა და ვფიქრობ, ხალხი ხედავს ამას. იმედის თვალით ვუყურებ იტალიური ფეხბურთის მომავალს.

ახლა ერთ კვირას დავისვენებ, წაგების შემდეგ გონს მოვეგები, შემდეგ კი "ჩელსისკენ" გავემართები. ვიცი, რთული იქნება, მაგრამ ასეთი სირთულეები მიყვარს!", - ციტირებს კონტეს უეფას ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ცნობილი გახდა, მისი დასრულების შემდეგ ანტონიო კონტე ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი გახდებოდა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ალბათ შენ ბაჯოს იტალიისთვის არ გიყურებია 94 ში :)
GEO-ს
04 ივლისი 2016 14:23
0
არასდროს არ მიგულშემატკივრია იტალიისთვის და არც არასდროს მოწონდა იტალიური ფეხბურთი (გემოვნების საკითხია). თუმცა წელს ნამდვილად სხვა იტალია იყო, ტრადიციულად ძლიერი დაცვით თუმცა ლამაზი ფეხბურთით და შეტევებით. პირველად მწყდება გული, რომ იტალია ნახევარფინალში ვერ გავიდა.
Geo
04 ივლისი 2016 07:45
0
დაანებეთ ამ გიოს თავი, ალბათ სკოლის მოსწავლეა და ეტყობა კითხვაც არ უყვარს, რომ ინფორმაცია მოეძიებინა იტალიის ნაკრებზე :)))
MAO
04 ივლისი 2016 06:05
0
მერამდენედ ისევ პენალტებით მიდის სახლში დავიღალე აღარ უგულშემატკივრებ
**********
04 ივლისი 2016 03:08
0
გიო-ს,შენნაირი ჭკვიანები რომ გვყავს საქართველოში ბლომად,იმიტომაა ჩვენი ფეხბურთი წარმატებული.თან არაკეთილი ტიპი ჩანხარ.მეტიჩარა.
კონტე უძლიერესია,მხოლოდ ქებას იმსახურებს! დიდი ინტერესით ველი ჩელსიში მის სასწაულებს როგორც ფეხბურთის მოყვარულუ.
...
04 ივლისი 2016 00:51
0
იტალია ყოველთვის შიშის ზარს სცემს ყველას მითუმეტეს გერმანიას რომელსაც უბრალოდ უფრო გაუმართლა და მსოფლიოს ჩემპიონებმაც კი ვერ მოუგეს იტალიას ძირითადი დრო გერმანიისთვის იტალია აუღებელი ციხეა ))))) პენალტები კი ლატარეაა ცივსისხლიან გერმანელს უფრო გაუმართლებდა ვიდრე ტემპერამენტიან ემოციურ იტალიელს ეგაა და ეგ :) ფორცა სკუადრა აზური!!!!
FORZA ITALIA
03 ივლისი 2016 22:17
0
გიო იტალია ვერც ვერსადროს მოიგებს ვერაფერსო?!!!!!!! ანუ აქამდეც არაფერი მოუგია?! ძალიან ზედაპირულად მსჯელობთ,ან ყურმოკრულ რაღაცეებს სიმართლედ ასაღებთ.იტალიაზე მაგარი ფეხბურთი არცერთ ნაკრებს არ უთამაშია ამ ევროზე
euro2017
03 ივლისი 2016 19:24
0
ასეთი დაბალანსირებული იტალია დიდი ხანია არ მინახია თუ ეს ნაკრები არ დაიშალა მომავალი მსოფლიო ჩემპიონები არიან
ნიკოლოზი
03 ივლისი 2016 19:13
0
კონტე რაც არის მალე გამოჩნდება. ფეხბურთელების მაგივრათ მორბენლებით გატენა იტალია, მაგიტომაც გაუშვეს სახლში. ჩელსიდანაც მალე ააცმევინებენ. ფეხბურთი რა სპორტია ამას შენ ჯერ ვერ მიხვდები
kekes
03 ივლისი 2016 18:12
0
გიოს:
აზრზე არ ხარ ბრატ ფეხბურთის ან ბოღმა გახრჩობს..
კონტე ძაან მაგარი მწვრთნელია. უსუსტესი შემადგენლობისგან ძაან მაგარი გუნდი დააყენა. წარმატებები კონტეს და იტალიას!
keke
03 ივლისი 2016 17:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული