"მოედანზე მოდუნებულები უნდა გამოვიდეთ, მაგრამ თითოეულ ეპიზოდზე კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. ცოტატი დამწუხრებული ვარ, რომ თავად არ შემიძლია მოედანზე გასვლა. დადებითი გამოცდილება უკვე მქონია, ამიტომ სტრესს არ განვიცდი, მხოლოდ ადრენალნს ვგრძნობ მოახლოებული მატჩის წინ.
ორი წელი მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში ვთამაშობდით. მართალია ყველა მატჩი ვერ მოვიგეთ, მაგრამ გამარჯვებულების იდეოლოგია გამოვიმუშავეთ, რის დანერგვასაც ვცდილობ. ჩვენი ფეხბურთელები არასდროს ნებდებიან და ეს ძალიან მიხარია.
პორტუგალიელებს ძალიან სერიოზული დაცვის ხაზი ჰყავთ პეპეს ხელმძვანელობით, ისინი
ეს ის გუნდი არ არის, რომელიც მაღალ პრესინგს მიმართავს. რა თქმა უნდა ისინი მხოლოდ თავს არ იცავენ, მაგრამ ძალიან სწრაფად გადადიან კონტრშეტევებზე.
თუ არსებობს რონალდოს შეჩერების რამე უნივერსალური ხერხი, მაშინ ის ჯერ არავის უპოვია. თუმცა რა თქმა უნდა შევეცდებით მის ნეიტრალიზებას, მისი ზეგავლენის შემცირებას", - თქვა დეშამმა.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრებისა და საფრანგეთს შორის ევრო 2016-ის ფინალური მატჩი დღეს 23:00 საათზე დაიწყება.