პორტუგალიის ნაკრები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია! [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 10 ივლისს, საფრანგეთში მიმდინარე 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს მასპინძელი საფრანგეთის და პორტუგალიის ნაკრები დაუპირისპირდნენ.

საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება და ჩემპიონის ტიტული პორტუგალიელებს დარჩათ, რომლებმაც მასპინძელი ფრანგები მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს - 1:0.

მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა და დამატებითი 30 წუთი დაინიშნა. შეხვედრაში გასული ერთადერთი გოლი წუთი 109-ე წუთზე გავიდა და ის ედერის ანგარიშზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ მატჩის 24-ე წუთზე პორტუგალიელთა ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ ბარძაყის ტრავმა მიიღო და აცრემლებულმა მოედანი ნაადრევად დატოვა.

Sportall.Ge
ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია! [VIDEO]" />

ამ გამარჯვებით პორტუგალიელები ევროპის ჩემპიონები პირველად გახდნენ, ფინალამდე კი შემდეგი გზა გაიარეს: ისლანდია (1:1), ავსტრია (0:0), უნგრეთი (3:3), ხორვატია (1:0), პოლონეთი (1:1; პენ: 5-3) და უელსი (2:0). ჯამში პორტუგალიელებმა 8 გოლი გაიტანეს, საკუთარ კარში კი 5 მიიღეს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ედერი, საღოლ
bebe
11 ივლისი 2016 09:43
0
ვეთანხმები გიოს,ეს იყო ფეხბურთის დასამარება!
დათო
11 ივლისი 2016 05:39
0
სრული კატასტროფა იყო ეს ევროპის ემპიონატი, ფეხბურთი რის გამოც ხალხს უყვარდა დაღმასვლას განიცდის ავტუბუსები შემოდის მოდაში, სირცხვილია მთელი ძირითადი დრო კარში დარტყმა ნაკრებს არ ჰქონდა და ჩემპიონი გახდა. ვერც საფრანგეთი იყო კარგი, ეეეჰ
გიო
11 ივლისი 2016 02:20
0
ძალიან გამიხარდა.ვულოცავ პორტუგალიას.
ia
11 ივლისი 2016 01:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული