გულშემატკივრებმა საფრანგეთის საჩემპიონო ავტობუსს დასცინეს

AutoSharing Option
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ფრანგები იმდენად იყვნენ დარწმუნებულნი პორტუგალიასთან ფინალში გამარჯვებაში, რომ წინასწარ საჩემპიონო ავტობუსიც კი გაამზადეს, მაგრამ...

- პორტუგალიის ნაკრები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია! [VIDEO]

"სტად დე-ფრანსზე" დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელიც პორტუგალიის ნაკრებმა დამატებით დროში მოიგო (1:0), ინტერნეტში გავრცელდა საგანგებოდ მორთულ-მოკაზმული ავტობუსის ფოტო და ვიდეო, რომლითაც ფრანგებს ჩემპიონობა უნდა აღენიშნათ. საფრანგეთის დროშის ფერებში შეღებილ ავტობუსზე გაკეთებულია წარწერა: "ევრო 2016-ის ჩემპიონები", "გმადლობთ".

ავტობუსის ფოტოს გულშემატკივრებისგან ხუმრობა და ცინიკური რეაქციები მოჰყვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული