Barometer-ის რეიტინგი: ევრო 2016-ზე პირველი დიმიტრი პაიეა, კრიშტიანო რონალდო - მეშვიდე

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა დიმიტრი პაიემ ევრო 2016 Barometer-ის რეიტინგის ლიდერის რანგში დაასრულა.

ამავე რეიტინგით, კონტინენტის პირველობაზე მეკარეთა შორის საუკეთესო პორტუგალიელი რუი პატრისიო გახდა.

რაც შეეხება ევრო 2016-ის ტრიუმფატორთა მთავარ ვარსკლავს, კრიშტიანო რონალდო ჩამონათვალში მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდა. უფრო მაღალი ადგილის დაკავებაში მას ხელი ფინალურ მატჩში მიღებულმა ტრავმამ შეუშალა.

Barometer-ის რეიტინგის ლიდერები:
1. დიმიტრი პაიე (საფრანგეთი)
2. ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი)
3. გარეთ ბეილი (უელსი)
4. ტონი კროოსი (გერმანია)
5. კევინ დე ბრუინი (ბელგია)
6. ედენ აზარი (ბელგია)
7. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
8.
მესუთ იოზილი (გერმანია)
9. პოლ პოგბა (საფრანგეთი)
10. რაფაელ გარეირო (პორტუგალია).

Player Barometer - ეს გახლავთ რეიტინგი, რომელიც ასახავდა ფეხბურთელთა ფორმას ევრო 2016-ის დაწყებამდე და მიმდინარეობისას. სპეციალური ალგორითით ფეხბურთელთა ოფიციალურ სტატისტიკა მუშავდება და დგინდება შეფასება, რის მიხედვითაც იქმნება რეიტინგი.
მკითხველის კომენტარები / 5 /
აშკარად იმსახურებდა, რონალდო ისე გაიყვანა თამაშინად ჯარიმაც არ მიუღია, საოცარი არჩევანია!
irakli
14:51 11-07-2016
0
საუკეთესოა აბა რა რონალდოს დაუნდობლად მივარდა და ტრამვა მიაყენა.რონალდომ ულამაზესი და გადამწყვეტი ბურთები გაიტანა და ხუთეულშიც ვერ მოხვდა?გამეორდა წინა მსოფლიო ჩემპიონატის ამბავი.წაგებულ,წყალწაღებულ მესის რომ საუკეთესო მიანიჭეს.სამაგიეროთ რონალდოს ოქროს მედალი კიდია გულზე.
შემირცხვენია თქვენი შეფასება
15:02 11-07-2016
0

სიახლეები პოპულარული