ჰოვარდ ვები: დიმიტრი პაიე ხისტი იყო, მაგრამ ყვითელსაც არ იმსახურებდა

AutoSharing Option
ყოფილმა არბიტრმა ჰოვარდ ვებმა განაცხადა, რომ პორტუგალია-საფრანგეთის მსაჯი მარკ კლატენბურგი კრიშტიანო რონალდოს ტრავმაში დამნაშავე არ არის.

შეგახსენებთ, რომ რონალდომ მე-8 წუთზე დიმიტრი პაიესთან შეჯახების შემდეგ ტრავმა მიიღო, ხოლო 25-ე წუთზე ის შეცვალეს.

"ნათელია, რომ კრიშტიანო რონალდოს არ გაუმართლა, ხოლო მის გარეშე ფინალი არც ისეთი კარგი იყო.

თუმცა ამ ეპიზოდში კლატენბურგის დადანაშაულება არასწორია. პაიე ხისტად თამაშობდა, მაგრამ ეს ფეხბურთში ჩვეულებრივი ეპიზოდია. კლატენბურგს შეეძლო ჯარიმა დაენიშნა, თუმცა ყვითელი ბარათის ჩვენება გადაჭარბებული იქნებოდა.

რონალდო რომ არ შეეცვალათ, ამ მომენტს არც არავინ გაიხსენებდა", -
თქვა ვებმა.

მომზადებულია London News-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
შესაცვლელი რომ გახდა, დაეჯახა და ტრავმა მიიღო, ამაშია საქმე და ფეხი რომ მოეჭრა, ცოტა სხვა პასუხისმგებლობა დადგებოდა. ))))))))
ლევანი
12 ივლისი 2016 17:02
0
უამრავ მომენტს ა(ღა)რ იხსენებენ მატჩების შემდეგ, თუმცა... ლოგიკა, ცოტა სხვანაირადაა - ჯარიმა რომ დანიშნულიყო, ამას რა შიძლებოდა მოჰყოლოდა, სტანდარტულიდან როგორ გათამაშდებოდა, პაიზე ეს როგორ იმოქმედებდა და ა.შ. მსაჯად "ნამუშევრობა", ამ შემთხვევაში, ვერ გამოდგება. იყო ჯარიმა და მორჩა! ჯარიმა უნდა დანიშნულიყო!
"იშვითად მოკომენტარე"
12 ივლისი 2016 16:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული