პორტუგალიის ნაკრების მცველი: რამდენიმე წლის წინ მესამე დივიზიონში ვთამაშობდი

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების მცველმა ჟოზე ფონტემ საკუთარი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

ნაკრების 31 წლის ფეხბურთელმა საოცარი პროგრესი განიცადა კარიერაში.

ფონტე "საუთჰემპტონში" მაშინ გადავიდა, როცა გუნდი ინგლისის მესამე დივიზიონში გამოდიოდა. შემდეგ კი გუნდთან ერთად პორტუგალიელმა პრემიერლიგაში გააღწია, რასაც ნაკრებში გამოძახებაც მოჰყვა.

"ამას ვერ აღვწერ. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ინგლისის მესამე დივიზიონში ვთამაშობდი. ეს ისტორია ჰოლივუდის ფილმისთვის გამოდგება. ჩვენ საკუთარი სახელები ისტორიაში ჩავწერეთ. ეს მიღწევა მთელ ერს ეკუთვნის. ამას 100 წლის შემდეგაც გავიხსენებთ", - თქვა ფონტემ BBC-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრებმა ევრო
2016-ის ფინალში მასპინძელი საფრანგეთი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული