ექიმების დიაგნოზი ასეთია: მარჯვენა მუხლის მყესების დაჭიმულობა. დაზიანება სერიოზული არ არის და როგორც ვარაუდობენ, როისი ითამაშებს ბუნდესლიგის მე-12 ტურში, რომელშიც "დორტმუნდი" სტუმრად შეხვდება "პადერბორნს". ეს მატჩი 22 ნოემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გერმანია 14 ნოემბერს ევრო 2016-ის შესარჩევ მატჩში უმასპინძლებს გიბრალტარს, 18 ნოემბერს კი ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს სტუმრად ესპანეთთან.
* * *
როისი არ არის "გლადბახთან" მატჩის შემდეგ "დორტმუნდის" ბერძენ ფეხბურთელს წვივის მცირე ძვალი აქვს მოტეხილი. მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს იმედი აქვს, რომ პაპასტატოპულოსი შეძლებს 26 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად "არსენალის" წინააღმდეგ თამაშს.
როგორც ცნობილია, "დორტმუნდს" კიდევ ერთი ცენტრალური მცველი, მატს ჰუმელსი ჰყავს ტრავმირებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"