ევრო 2016. IV ტური. E ჯგუფი: სან მარინოს პირველი ქულა ისტორიაში [VIDEO]

AutoSharing Option
შაბათს "უემბლიზე" უეინ რუნიმ მე-100-ედ მოირგო ინგლისის ნაკრების მაისურა და გოლიც გაიტანა პენალტის ნიშნულიდან, რომელიც თავადვე დაიმსახურა.

სლოვენიელთა კარში დენი უელბეკმა სულაც დუბლი შეასრულა, თუმცა ინგლისელთათვის ყველაფერი ცუდად დაიწყო - ჯორდან ჰენდერსონმა შესანიშნავი თავურით საკუთარი კარი დალაშქრა. საბოლოოდ, როი ჰოჯსონის გუნდმა დამსახურებული სამი ქულა მოიპოვა - 3:1. "სამ ლომს" 4-დან 4 გამარჯვება აქვს.

სლოვენიელთა კაპიტანმა ბოსტიან ცეზარმა ნაკრებში 81-ედ ითამაშა, ეს სლოვენიის რეკორდია.

როი ჰოჯსონი (ინგლისი): "თამაში 90 წუთი გრძელდება, ამიტომ ყველაფერს თავიდანვე ვერ მიაღწევ. მეტოქე კარგად ორგანიზებული იცავდა თავს.
უეინის გოლის მერე თამაში გაიხსნა. ეს მისთვის დიდებული საღამო იყო - 100 კეპი დიდებული მიღწევაა და თანაც პრიზი თავად ბობი ჩარლტონმა გადასცა".

სან მარინოს ნაკრებმა კი სენსაციურად არ წააგო. დიახ, სენსაციურად, რადგან საამისოდ ჯუჯა სახელმწიფოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში 61 მატჩი დასჭირდა! წვიმიანმა ამინდმა და მეკარე ალდო სიმონჩინიმ ესტონეთის ნაკრებს გატანის საშუალება არ მისცეს.

პიერანჯელო მანძაროლი (სან მარინო): "ბოლო დროს ჩვენ უფრო მეტს ვმუშაობთ და ამან შედეგი გამოიღო. სან მარინომ ბოლო ქულა ოფიციალურ მატჩებში 2001 წელს მოიპოვა, კარგი იქნება თუ შემდეგს კიდევ 12-13 წელი არ დაველოდებით".

მაგნუს პერსონი (ესტონეთი): "სან მარინო დაცვაში იჯდა და კონტრშეტევების იმედად იყო. სან მარინოს ისტორია შევალამაზეთ".

შვეიცარიის ნაკრები ვერაფერს უხერხებდა ლიტვას, თუმცა ბოლო 25 წუთში 4 გოლი გაუტანა. ანგარიში კი ლიტველთა მეკარემ გახსნა, მანამდე მატჩის საუკეთესო გიედრიუს არლაუსკისმა საკუთარ კარში შეაგდო და დაიწყო.

"ბაიერნის" ნახევარმცველმა ჯერდან შაჩირიმ დუბლი შეასრულა, ის ნელნელა შვეიცარიელთა ლიდერად ყალიბდება.

შაბათი. 15 ნოემბერი
ინგლისი-სლოვენია 3:1
გოლები: 0:1 ჰენდერსონი (58 ს.კ.), 1:1 რუნი (59-პენ), 2:1 უელბეკი (66), 3:1 უელბეკი (72)
ინგლისი (4-3-3): ჰარტი - კლაინი, ჯაგიელკა (89. სმოლინგი), კეჰილი, გიბსი - ჰენდერსონი, უილშერი, ლალანა (80. მილნერი) - რუნი, სტერლინგი (85. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), უელბეკი
სლოვენია (4-1-4-1): ჰანდანოვიჩი - ბრეჩკო, ცეზარი, ილიჩი, სტრუნა - კირმი (78. ლიუბიანკიჩი) - ბირსა (63. ლაზარევიჩი), კამპლი, კურტიჩი (75. როტმანი), მერტელი - ნოვაკოვიჩი
გაფრთხილება: ჯაგიელკა, გიბსი, კლაინი, სტერლინგი - სესარი
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 8-4 (2-0); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 90 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სან მარინო-ესტონეთი 0:0
სან მარინო (5-4-1): ა. სიმონჩინი - ბონინი, ვიტაიოლი, დ. სიმონჩინი, ბროლი, პალაცი - ჰირში (60. ბატისტინი), კიარუცი, ტოსი, მ. ვიტაიოლი (77. გოლინუჩი) - სელვა (82. რინალდი)
ესტონეთი (4-4-2): აკსალუ - ტენისტე, მოროზოვი, არტიუნინი (74. ტეევერი), კრუგლოვი - ანტონოვი, დმიტრიევი (46. ლინდპერე), მეტსი, ვასილიევი - ოიამაა (62. ანიერი) - ზენიოვი
გაფრთხილება: სიმონჩინი, პალაცი - მოროზოვი, მეტსი, დმიტრიევი
კუთხური: 6-11; ჯარიმა: 7-15; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 9-18 (2-2); ბურთის ფლობა: 32%-68%.
მაყურებელი: 759

შვეიცარია-ლიტვა 4:0
გოლები: 1:0 არლაუსკისი (66 ს.კ.), 2:0 შარი (68), 3:0 შაჩირი (80), 4:0 შაჩირი (90)
შვეიცარია (4-3-3): ზომერი - ლიხტშტაინერი, ჯურუ, შარი, მუბანჯე (75. ჟ. ფერნანდესი) - ბერამი, ინლერი, ჯემაილი - სეფეროვიჩი (83. შიონბახლერი), შაჩირი, მეჰმედი (64. დრმიჩი)
ლიტვა (4-5-1): არლაუსკისი - ვაიტკიუნასი (64. ბაროვსკისი), ფრეიდგეიმასი, კიანსკასი, ანდრიუშკევიჩიუსი - ჩერნიხი, ვიციუსი (82. ელიოშიუსი), ჩვედუკასუ, ჟულპა, ნოვიკოვასი (87. კაზლაუსკასი) - მატულევიჩიუსი
გაფრთხილება: მუბანჯე, დრმიჩი - ფრეიდგეიმასი
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 7-14; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 16-4 (9-1); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 16 050

თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 4 4 0 0 11-1 12
2. სლოვენია 4 2 0 2 4-4 6
3. შვეიცარია 4 2 0 2 8-3 6
4. ლიტვა 4 2 0 2 3-6 6
5. ესტონეთი 4 1 1 2 1-2 4
6. სან მარინო 4 0 1 3 0-11 1

მომდევნო ტური
27 მარტი:
ინგლისი-ლიტვა, სლოვენია-სან მარინო, შვეიცარია-ესტონეთი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული