ევრო 2016. H ჯგუფი: "სკუადრა აძურა" ედერმა იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: ბულგარეთი-იტალია 2:2

28 მარტს ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა H ჯგუფში.

ხორვატიის ნაკრებმა ნორვეგიას უმასპინძლა და დიდი ანგარიშით გაანადგურა - 5:1.

პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, ბროჟოვიჩმა შორეულ კუთხეში გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში ანალოგიური გოლი პერიშიჩის ანგარიშზეა. მალე ივიცა ოლიჩმა საჯარიმოში იბრძოლა და ახლო მანძილიდან ანგარიში 3:0 გახადა.

68-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ელიუნუსიმ ბურთი პენალტის ნიშნულიდან ძელს გაარტყა. მალევე მსაჯმა ჩორლუკა გააძევა და მასპინძლები 10 კაცის ამარა დატოვა. მე-80 წუთზე ტეტეიმ საჯარიმოს
მისადგომებიდან გაიტანა და ნორვეგიელებს იმედი დაუბრუნა - 3:1.

მაგრამ დარჩენილ დროში ხორვატებმა კიდევ ორჯერ იხეირეს და 5:1 იმარჯვეს. ბაქოში აზერბაიჯანელებმა იმავე ანგარიშით დაამარცხეს მალტელები, რაც სამი დღით ადრე ქართველებმა - 2:0.

ტურის ცენტრალური შეხვედრა ბულგარეთში გაიმართა, სადაც მასპინძლები იტალიის ნაკრებს დაუზავდნენ - 2:2. ბულგარელებმა კინაღამ 1968 წლის მერე პირველად მოუგეს "სკუადრა აძურას", მაგრამ ედერმა იტალია იხსნა.

აზერბაიჯანი-მალტა 2:0
გოლები: 1:0 ჰუსეინოვი (4), 2:0 ნაზაროვი (92)

ხორვატია-ნორვეგია 5:1
გოლები: 1:0 ბროჟოვიჩი (30), 2:0 პერიშიჩი (53), 3:0 ოლიჩი (65), 3:1 ტეტეი (80), 4:1 შინდელფელდი (87), 5:1 პრანიჩი (94)
გაძევება: ჩორლუკა (74. ხორვატია)
შენიშვნა: ელიუნუსიმ (69. ნორვეგია) ვერ გაიტანა პენალტი

ბულგარეთი-იტალია 2:2
გოლები: 0:1 მინევი (4 ს.კ.), 1:1 პოპოვი (11), 2:1 მიკანსკი (17), 2:2 ედერი (84)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 5 4 1 0 15-2 13
2. იტალია 5 3 2 0 8-4 11
3. ნორვეგია 5 3 0 2 7-8 9
4. ბულგარეთი 5 1 2 2 6-7 5
5. აზერბაიჯანი 5 1 0 4 4-11 3
6. მალტა 5 0 1 4 1-9 1

მომდევნო ტური
12 ივნისი:
ხორვატია-იტალია, მალტა-ბულგარეთი, ნორვეგია-აზერბაიჯანი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული