ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი. V ტური. E ჯგუფი: "სამი ლომი" და სტერლინგი [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებმა კიდევ ერთი სანახაობრივი, უხვგოლიანი და შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა, თანაც, კარი კვლავაც მშრალად შეინახა. "სამი ლომის" თამაშს თითქმის იდეალური ეთქმოდა.

გოლები სწორედ იმათ გაიტანეს, ვისგანაც ამას ყველაზე მეტად ველოდით - რეაქტიულმა დენი უელბეკმა, ვინც ძალიან აქტიური გახლდათ; კაპიტანმა უეინ რუნიმ, რომელიც კიდევ უფრო მიუახლოვდა ნაკრების ყველა დროის ბომბარდირს, სერ ბობი ჩარლტონს; "ლივერპულის" მოუსვენარმა შემტევმა რაჰიმ სტერლინგმა და, რაც მთავარია, ინგლისელთა ახალწვეულმა ჰარი კეინმა, რომელიც მინდორზე სულ რაღაც 79 წამის შემოსული გახლდათ, როდესაც დებიუტი გოლით აღნიშნა.

ასე რომ, კეინის დებიუტი
მართლაც რომ შედგა და მერე როგორ.

"ტოტენჰემის" თავდამსხმელმა გაიტანა, ისევე, როგორც ნაკრების დანარჩენმა ორმა ფორვარდმა. დანიელ სტარიჯი გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა და როი ჰოჯსონმა სამი თავდამსხმელი დაიტოვა - თავი "სამივე ლომმა" გამოიჩინა.

ამას ზემოდან ისიც დავუმატოთ, რომ ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, საკუთარი ვალუტის კურსის სიმყარეს ინგლისელებმა სტერლინგის გოლითაც გაუსვეს და ერთი სიტყვით, "უემბლიზე" ყველაფერი ჰარმონიულად იყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ოცნება რეალობად იქცა. ნებისმიერი ფეხბურთელი იოცნებებდა ასეთ დებიუტზე და პირველივე სანაკრებო შეხვედრაში გოლზე. თანაც, საუცხოო შეგრძნება გახლდათ, როდესაც ეს ასე მალე მოხდა. ახლაც ჟრუანტელი მივლის.

თავიდან მეგონა, რომ მეკარემ ბურთი მოიგერია, მაგრამ მერე, როდესაც დავინახე, რომ გოლი გავიდა, ემოციების მოზღვავება ვიგრძენი - სიამაყე, სიამაყე საკუთარი თავით და ჩემი ოჯახით. ძალიან ბედნიერი ვარ", - განაცხადა ამაყმა დებიუტანტმა.

ვლადიმირ პეტკოვიჩის შვეიცარიამ ცალი ფეხით აჯობა ესტონეთს. ლუცერნში, "სვისსპორარენაზე" მასპინძლების მიერ მოპოვებული გამარჯვება თვალშისაცემიც იყო, დამაჯერებელიც და მშვიდიც.

იგრძნობოდა, რომ ამ გუნდს, სულ ცოტა, კიდევ ერთი ამდენი შეუძლია. სტუმრებმა კი თავადაც აღიარეს, რომ შანსი არ ჰქონიათ და ძალიან ცუდად ითამაშებს. შვეიცარიას მხოლოდ სტეფან ლიხტშტაინერის ტრავმა თუ დასწყვეტდა გულს, მცველი ექიმების დიაგნოზს ელოდება.

ორი ამდენი და ორმაგი პორცია მეტოქეს სლოვენიამ შესთავაზა, რომელმაც თავის ისტორიაში ყველაზე დიდსხვაობიანი გამარჯვება მოიპოვა, გაანადგურა რა უსუსური სან მარინო - 6:0.

სრეჩკო კატანეცის ბიჭები ევრო 2016-ისთვის ბრძოლას აგრძელებენ და იქ მოხვედრა ყოველგვარი პლეი ოფის გარეშე სურთ. სან მარინო 49-ე წუთამდე მედგრად კი იდგა და მხოლოდ 0:1-ს აგებდა, მაგრამ მერე სლოვენიელებმა 4-წუთიან მონაკვეთში 3 გოლი გაიტანეს და მოგვიანებით ორიც დაამატეს.

ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი. V ტური. E ჯგუფი
27 მარტი
შვეიცარია-ესტონეთი 3:0
გოლები: 1:0 შერი (17), 2:0 ჯაკა (27), 3:0 სეფეროვიჩი (80)
შვეიცარია (4-3-1-2): ზომერი - ლიხტშტაინერი (78. ვიდმერი), შერი, ჯურუ, როდრიგესი - ბეჰრამი, ინლერი, ჯაკა (87. ფრაი) - შაქირი - სეფეროვიჩი, დრმიჩი (62. შტოკერი)
ესტონეთი (4-4-2): პარეიკო - ტენისტე, იაგერი, კლავანი, კალასტე - ვასილიევი, დიმიტრიევი (63. კრუგლოვი), მეტსი, ანტონოვი - ზენევი (87. ალიკუ), ანიერი (56. ოიმაა)
გაფრთხილება: ჯაკა, ფრაი - ზენევი, დიმიტრიევი
კუთხური: 2-1 ჯარიმა: 8-12 თამაშგარე: 6-1 კარში დარტყმა: 12(6)-8(0) ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 14 000

სლოვენია-სან მარინო 6:0
გოლები: 1:0 ილიჩიჩი (10), 2:0 კამპლი (49), 3:0 სტრუნა (50), 4:0 ნოვაკოვიჩი (52), 5:0 ლაზარევიჩი (73), 6:0 ილიჩი (88)
სლოვენია (4-1-3-2): ჰანდანოვიჩი - ბრეჩკო (76. სტოიანოვიჩი), ილიჩი, ცესარი, სტრუნა - კურტიჩი - ბირსა, კამპლი, კირმი (60. ლაზარევიჩი) - ილიჩიჩი (72. ბერიჩი), ნოვაკოვიჩი
სან მარინო (4-1-4-1): ბენედეტინი - ბონინი, ბროლი, დელა ვალე (78. ფ, ვიტაიოლი), პალაცი - სიმონჩინი - ჰირში (84. გოლინუჩი), მაცა, ტოზი (56. ბატისტინი), მ. ვიტაიოლი - სელვა
გაფრთხილება: - სიმონჩინი, პალაცი, სელვა
კუთხური: 18-1 ჯარიმა: 9-8 თამაშგარე: 3-0 კარში დარტყმა: 42(19)-1(0) ბურთის ფლობა: 74%-26%
მაყურებელი: 8300

ინგლისი-ლიტვა 4:0
გოლები: 1:0 რუნი (6), 2:0 უელბეკი (45), 3:0 სტერლინგი (56), 4:0 კეინი (73)
ინგლისი (4-3-3): ჰარტი - კლაინი, კეჰილი, ჯონსი, ბეინსი - დელფი, კერიკი, ჰენდერსონი (71. ბარკლი) - სტერლინგი, რუნი (71. კეინი), უელბეკი (77. უოლკოტი)
ლიტვა (4-1-4-1): არლაუსკასი - ჟალიუკასი, კიიანსკასი, ფრეიდგეიმასი, ანდრიუშკიავიჩიუსი (83. სლავიცკასი) - მიკუცკისი (66. სტანკიავიჩიუსი) - მიკოლიუნასი (88. კაზლაუსკასი), ხვედუკასი, ჩერნიხი, ჟულპა - მატულიავიჩიუსი
გაფრთხილება: სტერლინგი - ზალიუსკასი, კაზლაუსკასი
კუთხური: 7-1 ჯარიმა: 11-13 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 17(8)-2(0) ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 83 671

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 5 5 0 0 15-1 15
2. სლოვენია 5 3 0 2 10-4 9
3. შვეიცარია 5 3 0 2 11-3 9
4. ლიტვა 5 2 0 3 3-10 6
5. ესტონეთი 5 1 1 3 1-5 4
6. სან მარინო 5 0 1 4 0-17 1

მომდევნო ტური
14 ივნისი:
ლიტვა-შვეიცარია
ესტონეთი-სან მარინო
სლოვენია-ინგლისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული