"ჯუჯებისთვის" ეს თამაში მაინც ისტორიული გამოდგა - მათ ოფიციალურ შეხვედრებში პირველი გოლი გაიტანეს.
მეორე მხრიდან აღნიშვნის ღირსია სტივენ ფლეტჩერის პოკერი.
დიდი ომი იყო ირლანდიაში. პოლონეთმა მასპინძელთა დაცვის შეცდომით ისარგებლა და პირველი ტაიმის შუაწელში პეშკოს დარტყმით დაწინაურდა. ირლანდია გააფთრდა, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში.
რამდენჯერმე გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ "სამყურების" შეტევებს პოლონელთა კარის ძელი და მეკარე ფაბიანსკი ერთად ანეიტრალებდნენ. განსაკუთრებით კარგი შანსი ჰქონდა ვეტერან რობი კინს, რომელმაც სწორედ
ირლანდიამ მაინც გაათანაბრა ძირითადი დროის ბოლო წუთზე - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ჰულაჰანმა მოიხელთა და საგოლედ უპასა შეცვლაზე შესულ შეინ ლონგს, ვინაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ბოლოს დავძენთ, რომ პოლონეთს საქართველოსთან საშინაო, ივნისის მატჩში, დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლება იტალიური "ტორინოს" ცენტრალური მცველი კამილ გლიკი, რომელსაც ჭარბი "ყვითლები" დაუგროვდა.
ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი. V ტური. D ჯგუფი
ირლანდია-პოლონეთი 1:1
1:0 პეშკო (26), 1:1 ლონგი (90)
ირლანდია (4-4-2): გივენი - კოულმენი, ოში, უილსონი, ბრეიდი - ჰულაჰანი, ველანი (84. ლონგი), მაკარტი, მაკგიდი (69.მაკლინი) - კინი, უოლტერსი.
პოლონეთი (4-4-2): ფაბიანსკი - ოლხოვსკი, შუკალა, გლიკი, ვავრინიაკი - პეშკო (88. კუხარჩიკი), კრიხოვიაკი, იედოლოვიცი, რიბუსი - მილიკი (84.მილა), ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: ჰულაჰანი, ოში, კოულმენი, უილსონი, მაკარტი - გლიკი, შუკალა, პეშკო.
შოტლანდია-გიბრალტარი 6:1
1:0 მელოუნი (18, პენ), 1:1 ლ. კაშიარო (20), 2:1 ს. ფლეტჩერი (29), 3:1 მელოუნი (34, პენ), 4:1 ნეისმიტი (39), 5:1 ს. ფლეტჩერი (77), 6:1 ს. ფლეტჩერი (90)
შოტლანდია (3-5-2): მარშალი - მარტინი, ჰატონი, რობერტსონი - ანია (74. ბანანი), ბრაუნი, მორისონი, მელოუნი, რიჩი (46. გრირი) - ნეისმიტი (66. როდეზი), ს. ფლეტჩერი.
გიბრალტარი (4-5-1): რობა - არტელი (53. გარსია), ვისმანი, ჟ. ჩიპოლინა. რ. ჩიპოლინა (74. გოსლინგი) - რ. კაშიარო, უოკლერი, პაიესი, ბარდონი (82. დუარტე), პრისტლი - ლ. კაშიარო.
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პოლონეთი 5 3 2 0 16-3 11
2. გერმანია 5 3 1 1 9-4 10
3. შოტლანდია 5 3 1 1 11-5 10
4. ირლანდია 5 2 2 1 11-4 8
5. საქართველო 5 1 0 4 4-9 3
6. გიბრალტარი 5 0 0 5 1-27 0
მომდევნო ტური:
13 ივნისი
პოლონეთი-საქართველო
ირლანდია-შოტლანდია
გიბრალტარი-გერმანია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"