ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი. B ჯგუფი. გადადებული მატჩი: ბელგია პირველია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეს შეხვედრა, წესით, ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის დასაწყისში უნდა გამართულიყო, მაგრამ გახსოვთ ალბათ, მაშინ პალესტინაში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა და ისრაელში არავის ეფეხბურთებოდა.

მარკ ვილმოტსის ბიჭები "აღთქმულ მიწაზე" შესანიშნავ ხასიათზე ჩავიდნენ, რადგან ბელგიამ ქვა-ქვაზე არ დატოვა კვიპროსის ნაკრებისგან. მაშინ დუბლი შეასრულა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ, რომელიც ამ შეხვედრის გმირი გახდა. მე-9 წუთზე ებრაელთა კარში ერთადერთი გოლი ვენსან კომპანის პასით სწორედ ფელაინიმ გაიტანა.

მოკლედ, "სიტისა" და "იუნაიტედის" ფეხბურთელთა შეხმატკბილებით ბელგიამ იხეირა. სწორედ კომპანის გაძევების გამო ვილმოტსის გუნდს დასაცავი გაუხდა სამი ქულა,
რადგან ისრაელმა იძალა და მის ფორვარდებს მეტი ფხა რომ გამოეჩინათ, ტიბო კურტუას კარის დალაშქვრა ნამდვილად შეიძლებოდა.

ამ მოგებით ბელგიის ნაკრები პირველ ადგილზე გდავიდა ჯგუფში, თუმცა კრის კოულმენის უელსსაც 5 თამაშიდან 11 ქულა აქვს.

რაც შეეხება ისრაელის ნაკრებს, უელსთან და ბელგიასთან წაგებებით, სატურნირო მდგომარეობა გაირთულა, თუმცა საფრანგეთის საგზურის მოპოვების შანსი კვლავ რჩება.

ივნისში ჯგუფში ძალზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება - უელსის ნაკრები ბელგიას მასპინძლობს.

31 მარტი
ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი. B ჯგუფი. გადადებული მატჩი
ისრაელი-ბელგია 0:1
გოლი: 0:1 ფელაინი (9).

ისრაელი (4-3-3): მარსიანო - დგანი, ბენ ჰაიმი, გერშონი, ბენ ჰარუში (84. ბარდა) - იეინი (66. რაფაელოვი), ბიტონი, ნათხო - ზეჰავი, ჰემედი (46. ბენ ჰაიმი II), შაჰარი
ბელგია (4-3-3): კურტუა - ალდერვეირელდი, კომპანი, ლომბერტსი, ვერტონგენი - ფელაინი, ნაინგოლანი (86. ორიჯი), ვიტსელი - დე ბრუინი, ბენტეკე (67. დენაიე), აზარი (63. ჩადლი)
გაფრთხილება: დგანი, იეინი, რაფაელოვი - კომპანი, ალდერვეირელდი, ლომბერტსი
გაძევება: კომპანი (64)
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 11-15 (5-7); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 18 920

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბელგია 5 3 2 0 13-1 11
2. უელსი 5 3 2 0 7-2 11
3. ისრაელი 5 3 0 2 9-6 9
4. კვიპროსი 5 2 0 3 9-10 6
5. ბოსნია 5 1 2 2 5-6 5
6. ანდორა 5 0 0 5 2-20 0

მომდევნო ტური
12 ივნისი:
ანდორა-კვიპროსი
ბოსნია-ისრაელი
უელსი-ბელგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული