ევრო 2016. შესარჩევი. VI ტური. E ჯგუფი: ინგლისი უდანაკარგოდ [VIDEO]

AutoSharing Option
ქებათა ქება ინგლისს, რომელმაც მიჯრით მეექვსე მატჩი მოიგო და კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ როი ჰოჯსონის შეგირდები ჯგუფში პირველობას არავის დაუთმობენ და შესაბამისად, საფრანგეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

ინგლისელებს სლოვენიაში ჰქონდათ მძიმე გასვლითი პაექრობა. პირველი ტაიმი სლოვენიელებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს, ერთადერთი გოლი კი მილივო ნოვაკოვიჩმა გაიტანა.

როგორც ჩანს, შესვენებაზე ჰოჯსონმა მაგრად დაქოქა შეგირდები და ამად იყო, რომ მეორე ნახევარში, სულ სხვა ინგლისი ვიხილეთ - ბრიტანელთა სწრაფ იერიშებს ჯეკ უილშირის ორი გოლი მოჰყვა და სტუმრები და
წინაურდნენ.

თუმცა, მთავარი წინ გველოდა - 84-ე წუთზე, ნეც პეჩნიკმა გაქვითა ანგარიში, ორიოდე წუთში კი უეინ რუნიმ გამარჯვების გოლი გაიტანა, 2:3.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ინგლისი პირველია და ამ პოზიციას არავის დაუთმობს, მეორე ადგილისთვის ბრძოლაში კი მთავარი კონკურენტები შვეიცარია და სლოვენია არიან.

2016. შესარჩევი. VI ტური. E ჯგუფი
14 ივნისი
ესტონეთი-სან მარინო 2:0

გოლები: 1:0 ზენიოვი (35), 2:0 ზენიოვი (63)
ესტონეთი (4-3-2-1): აკსალუ - ტენისტე, მეტსი, კლავანი, კალასტე - ლინდპერე (84. კრუგლოვი), დმიტრიევი, ვასილიევი (79. ანტონოვი) - ალიკუ, ზენიოვი (88. ტეევერი) - პურიე
სან მარინო (5-4-1): სიმონჩინი - ბონინი, ბროლი, დელა ვალე, პალაცი, ბატისტინი - ჰირში, ტოზი (71. ჩერველინი), გასპერონი, ვიტაიოლი (90. ბიანკი) - რინალდი (79. სტეფანელი)
გაფრთხილება: ბატისტინი (სან მარინო)
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 12-6 (4-2); ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 8 000

სლოვენია-ინგლისი 2:3
გოლები: 1:0 ნოვაკოვიჩი (37), 1:1 უილშირი (57), 1:2 უილშირი (73), 2:2 პეჩნიკი (84), 2:3 რუნი (86)
სლოვენია (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - ბრეშკო, ილიჩი, ცეზარი, იოკიჩი - მერტელი, კურტიჩი (79. ლაზარევიჩი) - ილიჩიჩი (61. ბირსა), კამპლი, კირმი (72. პეჩნიკი) - ნოვაკოვიჩი
ინგლისი (4-3-3): ჰარტი - ჯოუნსი (46. ლალანა), კეჰილი, სმოლინგი, გიბსი - ჰენდერსონი, უილშირი, დელფი (85. კლაინი) - სტერლინგი, თაუნსენდი (74. უოლკოტი), რუნი
გაფრთხილება: ბრეშკო, კამპლი (სლოვენია)
კუთხური: 1-3; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 4-14 (2-5); ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 16 000

ლიტვა-შვეიცარია 1:2
გოლები: 1:0 ჩერნიში (64), 1:1 დრმიჩი (69), 1:2 შაქირი (84)
ლიტვა (4-2-3-1): ზუბასი - ვაიტკუნასი, მიკუცკისი, კლიმავიჩიუსი, ანდრიუშკევიჩიუსი - პანკა, ზულპა (64. ჩვედუკასი) - ჩესნაუსკისი (86. ლუკსა), სლივკა (76. ვიციუსი), ჩერნიში - მატულევიჩიუსი
შვეიცარია (4-3-1-2): სომერი - ლიხტშტაინერი, შჩარი, დუროუ, რიდრიგესი - ბერამი, ინლერი (58. ჯემაილი), ხაკა - შაქირი - დრმიჩი (81. ემბოლო), სეფეროვიჩი (57. მეჰმედი)
გაფრთხილება: მიკუცკისი, ჩესნაუსკისი, პანკა, ჩვედუკასი - ხაკა
კუთხური: 2-14; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 6-14 (3-8); ბურთის ფლობა: 32%-68%
მაყურებელი: 5 000

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 6 6 0 0 18-3 18
2. შვეიცარია 6 4 0 2 13-4 12
3. სლოვენია 6 3 0 3 12-7 9
4. ესტონეთი 6 2 1 3 3-5 7
5. ლიტვა 6 2 0 4 4-12 6
6. სან მარინო 6 0 1 5 0-19 1

მომდევნო ტური
5 სექტემბერი: ესტონეთი-ლიტვა, სან მარინო-ინგლისი, შვეიცარია-სლოვენია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული