ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუუს ჰიდინკმა არასახარბიელო შედეგების გამო თანამდებობა დატოვა, ეროვნული გუნდის თავკაცის ვაკანტურ პოსტზე კი მთავარ კანდიდატად ჰიდინკის თანაშემწეს, დანი ბლინდს განიხილავენ.
ჰოლანდიური მედიის ცნობით, ნიდერლანდების სამეფოს საფეხბურთო კავშირი დანი ბლინდის აგენტთან მოლაპარაკებებს 1-ლი ივლისიდან დაიწყებს და შეეცდება, სპეციალისტი ეროვნული გუნდის გაწვრთნაზე დაითანხმოს.
რაც შეეხება გუუს ჰიდინკს, მან ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიკავა, თუმცა გულშემატკივართა იმედები ვერ გაამართლა. ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში, 6 ტურის შემდეგ "ნარინჯისფერები" A ჯგუფში მესამე ადგილზე არიან.
15:00 30-06-2015
უმწვრთნელოდ დარჩენილი ჰოლანდიის ნაკრები შესაძლოა დანი ბლინდს ჩააბარონ
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული