ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი: გერმანიის შურისძიება გიოტცეს დუბლით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 სექტემბერს ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართა.

შეხვედრები D, F და I ჯგუფებში ჩატარდა.

საქართველოს ნაკრების D ჯგუფში გერმანიის ნაკრებმა პოლონეთს უმასპინძლა და ნაგარიშით 3:1 სძლია. გერმანელების მხრიდან გოლების ავტორები გახდნენე ტომას მილუერი (12) და მარიო გიოტცე (19, 82). პოლონელების მხრიდან რობერტ ლევანდოვსკი 37-ე წუთზე გამოირჩა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ირლანდიამ გიბრალტარი სტუმრად ანგარიშით 4:0 გაანადგურა. რობი კინმა დუბლი გააფორმა, შეინ ლონგმა და კირის კრისტიემ თითო ბურთი მიითვალეს.


F ჯგუფში
ჩრდილოეთ ირლანდიამ სტუმრად ფარერების კუნძულები ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ფინეთმა სტუმრად მინიმალური ანგარიშით საბერძნეთს სძლია. უნგრეთსა და რუმინეთს შორის მატჩი კი უგოლო ფრეთი დასრულდა.

I ჯგუფში დანიასა და ალბანეთს შორის შეხვედრა უგოლო ფრეთი დასრულდა. ხოლო სერბეთმა შინ სომხეთს ანგარიშით 2:0 სძლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული