ევრო 2016. VII ტური. E ჯგუფი: ინგლისი პირველი გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 სექტემბერს ევრო-2016-ის შესარჩევი ციკლის VII ტურის სამი შეხვედრა გაიმართა E ჯგუფში.

ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში შვეიცარიის ნაკრებმა სლოვენიას უმასპინძლა, მე-80 წუთამდე 0:2-ს აგებდა, მაგრამ გმირული "ქამბექით" 3:2 იმარჯვა.

ბაზელში მილოვოიე ნოვაკოვიჩმა პირველ ტაიმში დააწინაურა სლოვენია. მეორე ტაიმის დასაწყისში კაპიტანმა ბოშტიან ცესარმა თავურით გაიტანა და სლოვენია 2:0 დაწინაურდა.

მე-80 წუთზე ერთი გოლი შეცვლაზე შესულმა იოსიპ დრმიჩმა გაქვითა, 84-ე წუთზე ვალენტინ შტოკერმა გაათანაბრა, ხოლო მე-4 კომპენსირებულ წუთზე დრმიჩმა ახლო მანძილიდან გაიტანა - 3:2.

ინგლისის ნაკრებმა სტუმრად, როგორც მოსალოდნელი იყო, 6:0 გაანადგურა სან
მარინო. პირველი გოლი უეინ რუნიმ გაიტანა და ბობი ჩარლტონს გაუთანაბრდა ნაკრებში გოლების რაოდენობით (49). თეო უოლკოტის ანგარიშზე დუბლია ამ შეხვედრაში, თითო გოლი როს ბარკლიმ და ჰარი კეინმა გაიტანეს, ერთიც ავტოგოლია.

ამ გამარჯვებით ინგლისის ნაკრებმა 21 ქულა მოაგროვა და 11 ქულით გაუსწრო მესამეადგილოსან ესტონეთს. ასე რომ, ინგლისის ნაკრები გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა (საფრანგეთი, როგორც მასპინძელი, დაშვებულია).

ბალტიურ დერბიში ესტონელებმა კონსტანტინ ვასილიევის გოლით მოიგეს - 1:0.

ესტონეთი-ლიტვა 1:0
გოლი: 1:0 ვასილიევი (71)

სან მარინო-ინგლისი 0:6
გოლები: 0:1 რუნი (13-პენ), 0:2 ბროლი (30 ს. კ.), 0:3 ბარკლი (46), 0:4 უოლკოტი (68), 0:5 კეინი (77), 0:6 უოლკოტი (78)

შვეიცარია-სლოვენია 3:2
გოლები: 0:1 ნოვაკოვიჩი (45), 0:2 ცეზარი (48), 1:2 დრმიჩი (80), 2:2 შტოკერი (84), 3:2 დრმიჩი (94)

1. ინგლისი - 21 ქულა; 2. შვეიცარია - 15; 3. ესტონეთი - 10; 4. სლოვენია - 9; 5. ლიტვა - 6; 6. სან მარინო - 1.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული