ევრო 2016. შესარჩევი ციკლი. VIII ტური. I ჯგუფი: უმნიშვნელოვანესი თავური [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სომხეთის ნაკრებმა წინა ტურში დაკარგა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსიც კი და ახლა საქმე დანიას გაუფუჭა - ერევანში ამ ორი ნაკრების დაპირისპირება 0:0 მორჩა.

მაშინ, როცა დანიელები ფონს გასვლას შორეული პასებით და საჯარიმოში ჩაკიდებებით ცდილობდნენ, სომხები კონტრშეტევებით ცდილობდნენ კასპერ შმეიხელის კართან ხიფათის შექმნას.

არც ერთს და არც მეორეს არაფერი გამოუვიდა, მაყურებელმა მოსაწყენი თამაში იხილა, ხოლო დანიამ ასე საჭირო 2 ქულა დაკარგა და საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა უკან. თანაც, მომდევნო ტურში, რომელიც ოქტომბერში გაიმართება, დანია უშუალო კონკურენტ პორტუგალიას სტუმრობს.

ეს
დანიის ნაკრების მეორე 0:0-ია ოთხ დღეში, მანამდე მორტენ ოლსენის გუნდმა ვერ აჯობა შინ ალბანეთს. დანიის ნაკრებს 6 შესარჩევი თამაშია, სტუმრად არ წაუგია, აქედან 4 მოიგო და 2 ფრედ ითამაშა. ასეთი შენანიშნავი სტატისტიკის მიუხედავად, დიდი შანსია, ამ გუნდს ხელთ მხოლოდ პლეი ოფის საგზური შერჩეს, რომელიც უკვე დაბევებული ჰქონდა.

ისე, მატჩის მიწურულს არტიომ სიმონიანს ცოტა ზუსტად რომ ემოქმედა, ოლსენის გუნდი შესაძლოა, კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩენილიყო.

ელბასანში 92-ე წუთზე რიკარდო კვარეჟმას კუთხურს მიგელ ველოზოს თავური გოლი მოყვა, რომელიც შესაძლოა, გადამწყვეტიც აღმოჩნდეს ამ შესარჩევ ციკლში. ამ გოლით პორტუგალიის ნაკრებმა ალბანეთში 1:0 იმარჯვა და ამ გუნდს საკვალიფიკაციო ეტპაზე სულ რაღაც, მესამე გოლი გაუტანა.

პორტუგალიის ნაკრები ახლა ლიდერია 15 ქულით და თან უშუალო მდევარ დანიას სამი ქულით უსწრებს და მასზე თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. გოლამდე პორტუგალიას თითქმის არაფერი გამოსდიოდა და ალბანეთი ძალიან ახლოს იყო სანუკვარ ქულასთან. თუმცა ალბანელებს ჯერ არაფერი დაუკარგავთ, პლეი ოფის საგზური მათ ისედაც ჯიბეში უდევთ.

7 სექტემბერი
სომხეთი-დანია 0:0
სომხეთი (4-2-3-1): კასპაროვი - მქოიანი, არზუმანიანი, ჰარონიანი, ანდონიანი - მხითარიანი, მკრტიჩიანი - ჰოვჰანესიანი (87. სიმონიანი), პიცელი (62. კორიანი), ღაზარიანი - მოვსისიანი (83. ოზბილიზი)
დანია (4-3-3): შმეიხელი - იაკობსენი, კიაერი (80. სვიატჩენკო), აგერი, დურმისი - ჰოიბერგი, კრონ-დელი (56. დელეინი), იაკობ პოულსენი - იუსუფ პოულსენი, ბენდტნერი, ნ. იორგენსენი (64. ბრაიტვაიტი)
გაფრთხილება: ღაზარიანი, მკრტიჩიანი, მოვსისიანი - იორგენსენი
კუთხური: 2-9; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 11-11 (3-3); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 10 000

ალბანეთი-პორტუგალია 0:1
გოლი: 0:1 ველოზო (92)
ალბანეთი (4-1-3-2): ბერიშა - ჯიმსიტი, კანა, აიეტი, აგოლი - კუკელი - ჯაკა, ჩიკალეში (86. ბალაჯი), აბრაში (54. ბაშა) - გაში (70. როში), ლენჯანი
პორტუგალია (4-3-3): პატრისიო - ვიერინია (54. სედრიკი), პეპე, რ. კარვალიო, ელიზეუ - ნანი, პერეირა, ველოზო - დანი (76. ედერი), რონალდო, ბ. სილვა (65. კვარეჟმა)
გაფრთხილება: ჯიმსიტი, აბრაში - ნანი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 22-13; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 10-16 (1-7); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 13 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტუგალია 6 5 0 1 8-4 15
2. დანია 7 3 3 1 8-4 12
3. ალბანეთი 6 3 2 1 7-3 11
4. სომხეთი 7 0 2 5 5-11 2
5. სერბეთი 6 1 1 4 5-11 1

შენიშვნა: სერბეთს დაკლებული აქვს 3 ქულა.

მომდევნო ტური
8 ოქტომბერი:
ალბანეთი-სერბეთი, პორტუგალია-დანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული