თითქოს გადაწყდა კიდეც მატჩის ბედი და სტუმრებს სამი ქულა უნდა წაეღოთ, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მასპინძელთა საუკეთესო ფორვარდმა ლაფერტიმ გაიბრწყინა, უმნიშვნელოვანესი გოლი შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 1:1.
ფრე სწორედ ჩრდილოეთ ირლანდიელებს აძლევდათ ხელს, რადგან ამ გუნდმა 17 ქულას მოუყარა თავი, შეინარჩუნა პირველი ადგილი და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროპის
თუმცა, მაიკლ ონილის გუნდს რომ მოეგო, ინგლისის, ისლანდიისა და ჩეხეთის ნაკრებების შემდეგ მეოთხე ნაკრები გახდებოდა, ვინც ფინალურ ეტაპზე თამაშს გაინაღდებდა.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისლანდიასთან ერთად, ჩრდილოეთ ირლანდია შესარჩევი ეტაპის მთავარი აღმოჩენაა. ეს გუნდი ერთადერთია ჯგუფში, რომელმაც სულ მცირე, პლეი ოფი მაინც გაინაღდა.
ფინეთმა ფარერების კუნძულებს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით სძლია მეტოქეს, რამაც სკანდინავიელებს მესამე ადგილზე ანაცვლების შანსი დაუტოვა, ეს პოზიცია კი პლეი ოფის საგზურს იძლევა, ხოლო ფარერელებმა თეორიული შანსი დაკარგეს. რაც შეეხება რუმინეთი-საბერძნეთის პაექრობას, ჯგუფის აუტსაიდერმა ერთ-ერთ ლიდერს ჰაერივით საჭირო ქულები აართვა და რუმინელებს გალიდერების შანსი მოუსპო.
ფინეთი-ფარერები 1:0
გოლი: 1:0 პოჰიანპალო (23)
ფინეთი (4-4-2): ჰრადეჩკი - არკივუო, ჰალსტი, არაიური, ურონენი - რინგი, სპარვი, ლამი (84. მატილა), ჰეტემაი - რისკი (74. ვიარინენი), პოჰანპალო (90. ჰამალანენი)
ფარერის კუნძულები (4-5-1): ნილსენი - ნაესი, ნატესტადი, გრეგერსენი, სორენსენი - ბენიამინსენი (84. ბელდვინსონი), ვატნჰამარი, ჰენრიკსენი, ჰანსონი, ჰოლსტი (57. ბარტალსტოვუ) - ოლსენი (75. იუსტინუსენი)
გაფრთხილება: ლამი, სპარვი, ჰალსტი - ნაესი, ბენიამინსენი, ჰანსონი, ჰენრდიკსონი, ბარტალსტოვუ
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 8-6(6-1); ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 20 000
ჩრ. ირლანდია-უნგრეთი 1:1
გოლები: 0:1 გუზმიჩი (74), 1:1 ლაფერტი (90)
ჩრ. ირლანდია (4-5-1): მაკგოვერნი - მაკლაფინი, ი. ევანსი, მაკოული, ბრანტი - დევისი (84. მაგენისი), ბერდი, ს. ევანსი (56. მაკგრინი), დალასი, ნორვუდი (75. მაგენისი) - ლაფერტი
უნგრეთი (4-4-2): კირაი - ფიოლა, გუზმიჩი, კადარი, დე ალმეიდა - ნემეტი (69. ვანჩაკი), ელეკი (24. ნაგი), გერა, ჯუჯაკი - სალაი (68. პრიშკინი), კალმარი
გაფრთხილება: მაკლაფინი, ლაფერტი - გუზმიჩი, დე ალმეიდა, ნემეტი, პრიშკინი
გაძევება: ბერდი (81. ჩრ. ირლანდია)
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 16-20; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 7-7 (5-1); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 20 000
რუმინეთი-საბერძნეთი 0:0
რუმინეთი (4-4-1-1): ტატარუშანუ - პაპი, გრიგორე, კირიკეში, რაცი - ტორჟე, პინტილი, პობანი (80. ანდონე), მაქსიმი (64. პოპა) - ბუდესკუ (64. სანმარტინი) - კეშერიუ
საბერძნეთი (4-2-3-1): კარნეზისი - კიტსიუ, პაპასტატოპულოსი, მანოლასი, ჰოლებასი - სამარისი, ციოლისი - არავიდისი, ფორტუნისი (54. კონე), ფეტფატციდისი (46. ვინტრა) - მიტროგლუ (87. კარელისი)
გაფრთხილება: პაპი - ჰოლებასი, მანოლასი
კუთხური: 9-0; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 12-2(2-1); ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 50 000
თ მ ფ წ ბ ქ
ჩრ. ირლანდია 8 5 2 1 12-6 17
რუმინეთი 8 4 4 0 7-1 16
უნგრეთი 8 3 4 1 6-4 13
ფინეთი 8 3 1 4 7-8 10
ფარერები 8 2 0 6 5-12 6
საბერძნეთი 8 0 3 5 2-8 3
მომდევნო ტური
8 ოქტომბერი:
უნგრეთი-ფარერები, ჩრ. ირლანდია-საბერძნეთი, რუმინეთი-ფინეთი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"