ევრო 2016. IX ტური. I ჯგუფი: პორტუგალია საფრანგეთშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბრაგაში პორტუგალიის ნაკრებმა 1:0 დაამარცხა დანია და ევრო 2016-ის საგზური მოიპოვა. გუნდს წარმატება ჟოაო მოუტინიომ მოუტანა, რომელმაც 66-ე წუთზე საჯარიმოს ცენტრიდან გაუტანა კასპერ შმეიხელს.

მორტენ ოლსენის გუნდს არანორმალურად გაუმართლდა, რომ ელბასანში 90-ე წუთის მერე შეძლო სერბეთმა ალბანეთი დაჯაბნა. უმოტივაციო გუნდს ადემ ლიაიჩმა მოაგებინა, რომელმაც ჯერ ალექსანდრ კოლაროვს გაატანინა, შემდეგ თავად გავიდა ალბანელთა მეკარესთან პირისპირ და ბურთი თავზე გადაუგდო - 0:2.

პორტუგალია პირველი ადგილით გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. მეორე ადგილის ბედი ერევანში გაირკვევა - თუ ალბანეთი სომხეთს მოუგებს, საგზურს ეს გუნდი მოიპოვებს,
სხვა შემთხვევაში კი ევრო 2016-ზე დანია ითამაშებს. უარეს შემთხვევაში, თითოეულს პლეი ოფი დაბევებული აქვს.

ალბანეთი-სერბეთი 0:2
გოლები: 0:1 კოლაროვი (91), 0:2 ლიაიჩი (94)
ალბანეთი (4-3-3): ბერიშა - ჰისაი, კანა, ჯიმშიტი, აგოლი - მემუშაი, ბაშა, ჯაკა - ლილა (46. კაცე), ბალაი (69. ჩიკალეში), ლენჯანი (83. მეჰა)
სერბეთი (4-2-3-1): სტოიკოვიჩი - ტომოვიჩი, ივანოვიჩი (65. ტოშიჩი), ს. მიტროვიჩი, კოლაროვი - მილივოიევიჩი, მატიჩი (73. ფეისა) - ტოშიჩი, ლიაიჩი, ტადიჩი (54. სულეიმანი) - ა. მიტროვიჩი
გაფრთხილება: კანა, აგოლი - მილივოიევიჩი, ა. მიტროვიჩი
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 21-16; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 12-9 (5-2); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 11 000

პორტუგალია-დანია 1:0
გოლი: 1:0 მოუტინიო (66)
პორტუგალია (4-1-4-1): პატრისიო - სედრიკი, ბ. ალვეში, რ. კარვალიო, ფ. კოენტრაო - პერეირა - ბ. სილვა (76. დანი), მოუტინიო (91. ფონტე), ტიაგო, ნანი (82. კვარეჟმა) - რონალდო
დანია (4-1-4-1): შმეიხელი - იაკობსენი, კიაერი, აგერი, დურმისი - ჰოიბერგი (46. კვისტი) - ბრაიტვაიტი, ვასი (69. ნ. იორგენსენი), კრონ-დელი, ერიქსენი (82. ი. პოულსენი) - ბენდტნერი
გაფრთხილება: პატრისიო, პერეირა - ჰოიბერგი, ერიქსენი, ვასი
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 9-12; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 16-9 (7-3); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 27 500

თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტუგალია 7 6 0 1 9-4 18
2. დანია 8 3 3 2 8-5 12
3. ალბანეთი 7 3 2 2 7-5 11
4. სერბეთი 7 2 1 4 7-11 4
5. სომხეთი 7 0 2 5 5-11 2

შენიშვნა: სერბეთი - 3 ქულა

ბოლო ტური
11 ოქტომბერი:
სომხეთი-ალბანეთი, სერბეთი-პორტუგალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული