გერმანიამ დუბლინის "ავივაზე" წააგო მატჩი, რომელშიც მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა შეინ ლონგმა, ასევე შეცვლაზე შესული მეკარე დარენ რენდოლფის გრძელი გადაცემა მიიღო, საჯარიმოში შეიჭრა და მანუელ ნოიერს შორეულ კუთხეში გაუტანა.
ბუნდესნაკრებს დაუშვდა და მარიო გიოტცე. ჯერჯერობით, უცნობია, ითამაშებს თუ არა ის კვირას
რობერტ ლევანდოვსკიმ პოლონეთს მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე გადაურჩინა ქულა შოტლანდიასთან დრამატულ მატჩში, რითიც სქოთები საგაისო ევროფორუმის მიღმა დატოვა.
შოტლანდია-პოლონეთი 2:2
0:1 ლევანდოვსკი (3), 1:1 რიჩი (45), 2:1 ს. ფლეტჩერი (62), 2:2 ლევანდოვსკი (90)
შოტლანდია: მარშალი, ბრაუნი, დ. ფლეტჩერი (74. მაკარტური), ფორესტი (84. დორანსი), ჰენლი, ჰატონი, მარტინი, ნეისმიტი (69. მელოუნი), რიჩი, უაიტეკერი, ს. ფლეტჩერი.
პოლონეთი: ფაბიანსკი, ბლაშჩიკოვსკი (83. ოლკოვსკი), გლიკი, გროსიცკი, კრიხოვიაკი, ლევანდოვსკი, მაჩინსკი, მილიკი (63. იედოლოვიცი), პაზდანი, პიშჩეკი, რიბუსი (71. ვავრინიაკი).
გაფრთხილება: ბრაუნი, ჰატონი - კრიხოვიაკი, კრიხოვიაკი, რიბუსი.
ირლანდია-გერმანია 1:0
1:0 ლონგი (70)
ირლანდია: გივენი (43. რენდოლფი), ბრეიდი, კრისტი, ჰენდრიკი, ჰულაჰანი, კეო, მაკარტი, მერფი (65. ლონგი), ოში, ვალტერსი, ვარდი (69. მეილერი).
მწვრთნელი: მარტინ ონილი
გერმანია: ნოიერი, ბოატენგი, გინტერი (77. ბელარაბი), გიოტცე (35. შიურლე), გიუნდოგანი (85. ვოლანდი), ჰექტორი, ჰუმელსი, კროოსი, მიულერი, იოზილი, როისი.
გაფრთხილება: ჰუმელსი - ჰულაჰანი
თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 9 6 1 2 22-8 19
2. პოლონეთი 9 5 3 1 31-9 18
3. ირლანდია 9 5 3 1 18-5 18
4. შოტლანდია 9 3 3 3 16-12 12
5. საქართველო 9 3 0 6 9-14 9
6. გიბრალტარი 9 0 0 9 2-50 0
ბოლო ტური
11 ოქტომბერი
გერმანია-საქართველო 22:45
პოლონეთი-ირლანდია 22:45
გიბრალტარი-შოტლანდია 22:45
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"