ევრო 2016. IX ტური. H ჯგუფი: კონტეს გუნდიც საფრანგეთშია

AutoSharing Option
ანტონიო კონტეს გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ბაქოში გაინაღდა, თუმცა პირველ ტაიმში მეტოქისგან დიდ წინააღმდეგობას შეხვდა. იტალიელთა გოლები ედერმა, სტეფან ელ შაარავიმ და მატეო დარმიანმა გაიტანეს. იტალიის ნაკრები საკვალიფიკაციო მატჩებში 2006 წლიდან მოყოლებული, დაუმარცხებელია.

ნორვეგიამ შინ 2:0 მოუგო მალტას და მეორე საგზურისთვის ბრძოლაში კვლავ ორი ქულით უსწრებს ხორვატიას, მაგრამ ბოლო ტურში იტალიას სტუმრობს.

ხორვატიას, რომელსაც ქულა აქვს დაკლებული, საერთოდ არ გასჭირვებია ბულგარეთის დამარცხება - 3:0.

ანტე ჩაჩიჩის დებიუტი ნაკრების თავკაცის პოსტზე ბრწყინვალე იყო, იმის მიუხედავად, რომ მეორე ტაიმში მისი გუნდი 10
კაცის ამარა დარჩა. პირველ ტაიმში თავი ივან პერიშიჩმა და ივან რაკიტიჩმა გამოიჩინეს, მეორეში კი ტრავმირებული მანჯუკიჩის შემცვლელმა ნიკოლა კალინიჩმა გაიტანა.

10 ოქტომბერი
აზერბაიჯანი-იტალია 1:3
გოლები: 0:1 ედერი (11), 1:1 ნაზაროვი (31), 1:2 ელ შაარავი (43), 1:3 დარმიანი (65)
აზერბაიჯანი (4-1-4-1): აღაევი - მედვედევი, ჰუსეინოვი, რ. სადიღოვი, დაშდამიროვი - გარაევი - ისმაილოვი (91. მირზაბეკოვი), ისრაფილოვი (66. რ. ა. სადიღოვი), ამირგულიევი, ნაზაროვი - გურბანოვი (74. ერატი)
იტალია (4-4-2): ბუფონი - დარმიანი, ბონუჩი, კიელინი, დე შილიო - კანდრევა (88. მონტოლივო), ვერატი, პაროლო, ელ შაარავი (74. ფლორენცი) - პელე, ედერი (79. ჯოვინკო)
გაფრთხილება: მედვედევი -
გაძევება: ჰუსეინოვი (88)
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 8-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 9-13 (6-6); ბურთის ფლობა: 53%-47%.

ნორვეგია-მალტა 2:0
გოლები: 1:0 ტეტეი (19), 2:0 სოდერლუნდი (52)
ნორვეგია (4-4-2): ნილანდი - ელაბდელაუი, ჰოვლანდი, ფორენი, ალეესამი - სკიელბრედი (53. ედეგორი), ტეტეი, იოჰანსენი, ბერგეტი (84. ბერიშა) - ჰენრიკსენი, სოდერლუნდი (77. კინგი)
მალტა (4-5-1): ჰოგი - ბორგი (83. კამილიერი), ზ. მუსკატი, ა. მუსკატი (56. ზერაფა), ფაილა - ფენეჩი, რ. მუსკატი, აგიუსი, ბრიფა, ეფიონგი - შკემბრი (81. კრისტენსენი)
გაფრთხილება: - ბრიფა
კუთხური: 17-2; ჯარიმა: 13-6; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 23-2 (8-1); ბურთის ფლობა: 69%-31%.

ხორვატია-ბულგარეთი 3:0
გოლები: 1:0 პერიშიჩი (2), 2:0 რაკიტიჩი (42), 3:0 კალინიჩი (81)
ხორვატია (4-2-3-1): სუბაშიჩი - სრნა, ჩორლუკა, ვიდა, პივარიჩი - მოდრიჩი (46. ბადელი), კოვაჩიჩი - პერიშიჩი, რაკიტიჩი, პიაკა (60. კოპი) - კალინიჩი (86. კრამარიჩი)
ბულგარეთი (4-4-2): მიტრევი - პოპოვი, ტერზიევი (46. ივანოვი), ა. ალეკსანდროვი, ზ. მილანოვი - ნედელევი (46. გ. მილანოვი), სლავჩევი, ზლატინსკი, ტონევი - პოპოვი (71. მ. ალეკსანდროვი), რანგელოვი
გაფრთხილება: პერიშიჩი -
გაძევება: კოპი (89)
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 15-5 (5-1); ბურთის ფლობა: 59%-41%.

თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 9 6 3 0 14-6 21
2. ნორვეგია 9 6 1 2 12-8 19
3. ხორვატია 9 5 3 1 19-5 17
4. ბულგარეთი 9 2 2 5 7-12 8
5. აზერბაიჯანი 9 1 3 5 7-16 6
6. მალტა 9 0 2 8 3-15 2

შენიშვნა: ხორვატია - 1 ქულა.

ბოლო ტური
ორშაბათი. 13 ოქტომბერი
ბულგარეთი-აზერბაიჯანი 22:45
იტალია-ნორვეგია 22:45
მალტა-ხორვატია 22:45
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული