ევრო 2016. ბოლო ტური. I ჯგუფი: ისტორიაში პირველად!

AutoSharing Option
ალბანეთი ისტორიაში პირველად გავიდა რომელიმე დიდი საფეხბურთო ფორუმის ფინალურ ეტაპზე.

ამისთვის ალბანელებს უბრალოდ უნდა მოეგოთ სომხეთისთვის, რომელსაც სატურნირო მოტივაცია არ ჰქონდა, მაგრამ შინ ბოლო მატჩს ატარებდა და ჯგუფსი პირველი გამარჯვების იმედი ჰქონდა. თუმცა ალბანელების მოტივაციამ გადაძალა და ამჟამად ამ ნაკრებებს შორის სათამაშო კლასშიც დიდი განსხვავებაა, ეს განსხვავება სტუმართა სასარგებლოდ იყო, შესაბამისად მათ პირველივე ტაიმში გააკეთეს თავისი საქმე და შემდეგ მშვიდად მიიყვანეს მატჩი გამარჯვებამდე.

ტაიმი ალბანელებმა მასპინძლებისა ავტოგოლისა და ხიმშიტის გოლებით მოიგო. ამ უკანასკნელს მემუშაიმ გაატანინა, რომელმაც კარგად იმუშავა, ისევე როგორც
მთლიანად ალბანეთმა. მეორე ნახევარში სტუმრებმა ერთიც დაამატეს და ყველა კითხვის ნიშანი მოხსნეს.

შედეგად, ალბანელებმა დანია მესამე ადგილზე გადაუშვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დანიელებს პლეი ოფში მოუწევთ წვალება ევროპის ჩემპიონატზე გზის გასაკვლევად, ხოლო სომხეთი მყარად ბოლო ადგილზე დარჩა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ორი უმოტივაციო გუნდი ხვდებოდა ერთმანეთს, სერბებს შანსი დიდი ხანია, დაკარგული ჰქონდათ, ხოლო პორტუგალიას გასვლა გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ კრიშტიანო რონალდოს გარეშე მოთამაშე პორტუგალიელებმა თავის სტატუსს ხაზი გაუსვეს და მაინც იმარჯვეს, რითაც პირველ ადგილზე კიდევ უფრო გამოკვეთილად დაასრულეს ჯგუფური ეტაპი და ალბანელებთან ერთად, ყოველგვარი პლეი ოფის გარეშე მოიპოვეს ევრო საფრანგეთის 2016-ის საგზური.

მართალია, ნანის გოლი ზორან ტოსიჩმა გაქვითა, მაგრამ ჟოაო მოუტინიოს "გაეხსნა" მეორე სუნქთვა, მან ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა და თავისიანებს მორიგი 3 ქულა ჩაუჯიბა. თანაც მერე, სერბებში ტრადიციულად ემოციებმა იძალეს და ნემანია მატიჩი გააძევეს, ხოლო საგოლე პასის ავტორმა ალექსანდრ კოლაროვმა წითელი უკვე სათადარიგოთა სკამზე მიიღო.

11 ოქტომბერი
სომხეთი-ალბანეთი 0:3
გოლები: 0:1 ოგანესიანი (9), 0:2 ხიმშიტი (9-ს.კ-ში), 0:3 სადიკუ (76)
სომხეთი (4-2-3-1): კასპაროვი - ოგანესიანი, არზუმანიანი, აროიანი, ანდოიანი - იუსპაშიანი (46. იოზბილიზი), მკრტიჩიანი - მხითარიანი, პიცელი, კაზარიანი (83. პოღოსიანი) - მოვსისიანი (59. სარქისოვი)
ალბანეთი (4-3-3): ბერიშა - ალიი, ცანა, ჯიმშიტი, ჰიუსაი - ბაშა (87. აბრაში), ჯაკა, მემუშაი (72. მემუშაი) - როში, გაში, ჩიკალეში (58. სადიკუ)
გაფრთხილება: არზუმანიანი, იუსპაშიანი, ანდონიანი - ალიი, ხიმშიტი, ბაშა
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 16-9 (3-7); ბურთის ფლობა: 60%-40%.

სერბეთი-პორტუგალია 1:2
გოლები: 0:1 ნანი (5), 1:1 ზ. ტოშიჩი (65), 1:2 მოუტინიო (78)
სერბეთი (4-2-3-1): სტოიკოვიჩი - ტომოვიჩი, ს. მიტროვიჩი, დ. ტოშიჩი, კოლაროვი (77. ობრადოვიჩი) - მილივოიევიჩი, მატიჩი - ზ. ტოშიჩი (84. სულეიმანი), ლიაიჩი, ტადიჩი - ა. მიტროვიჩი (85. სკულეტიჩი)
პორტუგალია (4-1-4-1): პატრისიო - სემედო, ფონტე, ბრუნო ალვეში (46. ნეტო), ელიზეუ - პერეირა - ველოზო (70. მოუტინიო), კუარეშმა, ანდრე ანდრე, ნანი - დანი (57. ედერი)
გაფრთხილება: მიტროვიჩი, ტოშიჩი, კოლაროვი - სემედო, დანი, ნანი, პერეირა, ანდრე ანდრე
გაძევება: კოლაროვი (80. სათადარიგოთა სკამიდან), მატიჩი (82)
კუთხური: 4-0; ჯარიმა: 14-15 თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 15-6 (5-4); ბურთის ფლობა: 57%-43%.

თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტუგალია 8 7 0 1 11-5 21
2. ალბანეთი 8 4 2 2 10-5 14
3. დანია 8 3 3 2 8-5 12
4. სერბეთი 8 2 1 5 8-13 4
5. სომხეთი 8 0 2 6 5-14 2

შენიშვნა: სერბეთი - 3 ქულა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
საღოლ ალბანეთი...
alexand
09:56 12-10-2015
0
კარგი იქნება ავტორი წერისას მეტ ყურადღებას თუ გამოიჩენს.
- ხიმშიტია თუ ჯიმშიტი? საკუთარ კარში ხიმშიტმა როგორ გაიტანა?
shoda
10:22 12-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული