ევრო 2016. ბოლო ტური. C ჯგუფი: სენსაცია არ შედგა, საგზური სლოვაკებს დარჩათ [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური წინა ტურში მოიპოვა და უკრაინელებთან გასვლით მატჩს სატურნირო მოტივაციის გარეშე შეხვდა, სწორედ ამიტომ, ვისენტე დელ ბოსკემ ექსპერიმენტალური შემადგენლობა ჩაიყვანა კიევში და ის ფეხბურთელები ნახა საქმეში, რომლებსაც აქამდე არ ეძლეოდათ ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობის საშუალება.

ბუნებრივია, სესკ ფაბრეგასს არ ვგულისხმობთ, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და თერთმეტმეტრიანი გააცუდა. თუმცა, იქამდე მარიო გასპარმა გამოიჩინა თავი და ესპანეთმა მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. არადა, მოგება უფრო უკრაინელებს სჭირდებოდათ, რომლებსაც ჰქონდათ მცირე შანსი, რომ მეორე ადგილზე აღზევებულიყვნენ და ევროპის ჩემპიონატის საგზური
მოეპოვებინათ.

თუმცა, მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო - უკრაინა მესამე ადგილზე დარჩა და პლეი ოფის გზით შეეცდება საფრანგეთის საგზურის მოპოვებას.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მეორე ადგილი და შესაბამისად, კონტინენტის პირველობის საგზური სლოვაკეთისაა, რომელიც ლუქსემბურგს ესტუმრა და უხვგოლიან მატჩში დაამარცხა მეტოქე, 4:2.

სლოვაკები 3:0-ს იგებდნენ, მაგრამ ბენილუქსელებმა მინიმუმამდე დაიყვნეს სხვაობა და შემდეგ, გათანაბრებაც შეეძლოთ. თუმცა, მატჩის გმირმა, მარეკ ჰამშიკმა მეოთხე გოლი გაუტანა მასპინძელს და დაასრულა კიდეც ყველაფერი. სლოვაკეთმა შესარჩევი ეტაპი ესპანეთის ძლევით დაიწყო და თუნდაც ამიტომ დაიმსახურა ევროპის ჩემპიონატზე თამაში.

12 ოქტომბერი
ბელარუსი-მაკედონია 0:0
ბელარუსი (4-4-2): გორბუნოვი - პოლიაკოვი, პალიცევიჩი, სივაკოვი, ვოლოდკო - სტასევიჩი, დრაჰუნი (73. პუცილა), ბრეშანი, ნეხაიჩიკი (61. კისლიაკი) - გორდეიჩუკი, სიგნევიჩი
მაკედონია (4-2-3-1): ნილსონი - რისტოვსკი, შიკოვი, მოისოვი, ჟუტა - სტეპანოვიჩი (84. ალიმი), პეტროვიჩი - ბრდაროვსკი (73. აბდურაჰიმი), იბრაიმი (86. ნესტოროვსკი), ტრიჩკოვსკი - ტრაიკოვსკი
გაფრთხილება: დრაჰუნი, კისლიაკი - ჟუტა
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 15-3; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 10-6 (3-2); ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 13 000

ლუქსემბურგი-სლოვაკეთი 2:4
გოლები: 0:1 ჰამშიკი (24), 0:2 ნემეცი (29), 0:3 მაკი (30), 1:3 მუტში (61), 2:3 ჟერსონი (65-პენ.), 2:4 ჰამშიკი (90)
ლუქსემბურგი (4-4-2): ჟუბერტი - დელგადო (81. ტურპელი), ფილიპსი, შანო, იანსი - მუტში, პაიალი (57. მალჟე), ჟერსონი, პერეირა - ბენსი (66. ტილი), ჟოაკიმი
სლოვაკეთი (4-2-3-1): კოზაჩიკი - გიომბერი, შკრტელი, ჰუბოჩანი, შვენტო - პეჩოვსკი, კუჩკა - მაკი (87. საბო), ჰამშიკი, ვეისი (72. შესტაკი) - ნემეცი (79. იაკუბკუ)
გაფრთხილება: მუტში, ფილიპსი, იანსი, პაიალი - შკრტელი, კუჩკა, შესტაკი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 16-19; თამაშგარე: 1-7; კარში დარტყმა: 12-15 (7-7); ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 5 000

უკრაინა-ესპანეთი 0:1
გოლი: 0:1 გასპარი (21)
უკრაინა (4-2-3-1): პიატოვი - ფედეცკი, კუჩერი, რაკიცკი, შევჩუკი - გარმაში (58. რიბალკა), სტეპანენკო - იარმოლენკო, როტანი (87. ჟინჩენკო), კონოპლიანკა - კრავეცი (87. სელეზნიოვი)
ესპანეთი (4-3-3): დე ხეა - გასპარი, ეჩეიტა, ნაჩო, ასპილიკუეტა - ალკანტარა, სან ხოსე, ფაბრეგასი (64. მატა) - ისკო, ნოლიტო (75. ალბა), ალკასერი (85. ბუსკეტსი)
გაფრთხილება: კუჩერი, ფედეცკი, სტეპანენკო - დე ხეა, სან ხოსე, ალკანტარა
შენიშვნა: ფაბრეგასმა ვერ გაიტანა პენალტი (24)
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 22-10 (11-7); ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 55 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 10 9 0 1 23-3 27
2. სლოვაკეთი 10 7 1 2 17-8 22
3. უკრაინა 10 6 1 3 14-4 19
4. ბელარუსი 10 3 2 5 8-14 11
5. ლუქსემბურგი 10 1 1 8 6-27 4
6. მაკედონია 10 1 1 8 6-18 4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული