რობერტ ლევანდოვსკი ევრო 2016-ის შესარჩევის საუკეთესო ბომბარდირი გახდა

AutoSharing Option
პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი განაგრძობს საფეხბურთო საზოგადოების გაოცებას.

ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის ყველაზე შედეგიანი ნაკრები პოლონეთი გახდა. გუნდმა 10 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა. პოლონელთა შეტევების ლიდერი რობერტ ლევანდოვსკია, რომლის ანგარიშზე 10 მატჩში გატანილი 13 გოლია.

6-ჯერ ლევანდოვსკიმ გიბრალტარს გაუტანა, სამჯერ საქართველოს, ორჯერ შოტლანდიას და თითოჯერ ირლანდიასა და გერმანიას.

ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილი გერმანიის ნაკრების ფორვარდმა ტომას მიულერმა დაიკავა, რომლის ანგარიშზე 9 გოლია. მესამე პოზიციაზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი და არტიომ ძიუბა არიან 8-8 გოლით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული