05:22 15-11-2015
ევრო 2016. პლეი ოფი: უკრაინა უკვე ფავორიტია [VIDEO]
AutoSharing Option
"ლვივ არენაზე" უკრაინის ნაკრებს უკვე ზედიზედ 14 თამაშია, რაც არ წაუგია. მატჩის გმირი იარმოლენკო იყო, რომელმაც თავადაც გაიტანა და სელეზნიოვსაც გაატანინა. მატჩს უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო ესწრებოდა.
მიხაილ ფომენკო (უკრაინა): "ჩვენ მხოლოდ პირველი რაუნდი მოვიგეთ, ეს კარის მშრალად შენახვით შევძელით, მაგრამ უკვე საპასუხო მატჩზე უნდა ვიფიქროთ. პირველი გოლის შემდეგ ბიჭები ცოტას მოეშვნენ და ინდივიდუალურ შეცდომებს მოუხშირეს.
ძალიან მიხარია, რომ სელეზნიოვმა შეძლო გატანა. კარგი იქნებოდა, მესამე გოლსაც თუ გავიტანდით, მაგრამ კარგია, რომ თავად არ გავუშვით. ბიჭებმა კარგად იციან, საპასუხო მატჩის უდიდესი მნიშვნელობა".
სრეჩკო კატანეცი (სლოვენია): "ვულოცავ უკრაინელებს გამარჯვებას, ორი გოლი გაიტანეს და ახლა ფავორიტები არიან. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, შანსები, რომ გამოგვეყენებინა... განსაკუთრებით, მატჩის დასაწყისში. ჯერ არაფერია დასრულებული, წინ საშინაო მატჩია. ჩვენი ბედი კვლავ ჩვენს ხელთაა. საუკეთესო ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ".
უკრაინა-სლოვენია 2:0
გოლები: 1:0 იარმოლენკო (22), 2:0 სელეზნიოვი (54)
უკრაინა (4-3-3): პიატოვი - ფედეცკი, ხაჩერიდი, რაკიცკი, შევჩუკი - სიდორჩუკი, რიბალკა, გარმაში (80. მალინოვსკი) - იარმოლენკო (91. კარავაევი), სელეზნიოვი (84. კრავეცი), კონოპლიანკა
სლოვენია (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - ბრეჩკო, ილიჩი, ცეზარი, იოკიჩი - კურტიჩი, კრჰინი, კამპლი - ბირსა (72. პეჩნიკი) - ილიჩიჩი (63. ბეზიაკი), ნოვაკოვიჩი (90. ლუბიანკიჩი)
გაფრთხილება: სელეზნიოვი, ხაჩერიდი, რაკიცკი - ნოვაკოვიჩი, კრჰინი
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 15-3 (6-0); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 34 915
საპასუხო მატჩი 17 ნოემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული