წუხელ ოფიციალურად დასრულდა ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლი. კოპენჰაგენსა და მარიბორში საფრანგეთში გასამართი ევროპის პირველობის 24-დან ბოლო ორი საგზურის მფლობელის ვინაობა გაირკვა.
გადაწყდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე აღარ ჩაივლის მორიგი დიდი საფეხბურთო ტურნირი, თუ პსჟ-ის სუპერფორვარდი მომავალ ზაფხულს ფორმაში იქნება, ის აუცილებლად ითამაშებს საფრანგეთში.
ეს ზლატანმა და კომპანიამ, ანუ შვედეთის ნაკრებმა დანიაში 2:2-ით დაიმსახურა.
სკანდინავიური დერბი შვედეთის ნაკრებმა ორი მატჩის ჯამში 4:3 მოიგო და ამ ოთხი გოლიდან ზლატანის ანგარიშზე სამია, აქედან ორი მან წუხელ გაიტანა. შეიძლება ითქვას, რომ ევროსაგზური შვედეთს იბრამ მოუპოვა...
სლოვენიელთა კაპიტანმა ბოშტიან ცეზარმა მატჩის დასაწყისში არნახული ინტრიგა დაბადა, მან გაიტანა უკრაინელთა კარში და ბოლო წამებამდე არ იყო ცხადი, თუ რომელი ნაკრები მოიპოვებდა ევრო 2016-ის საგზურს.
ბოლოს სლოვენია ათი კაცის ამარა დარჩა და მე-7 (!) დამატებულ წუთზე უკრაინელმა ანდრი იარმოლენკომ სულაც გაათანაბრა - ორი მატჩის ჯამში 3:1 და უკრაინის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
ევრო 2016. პლეი ოფი. საპასუხო მატჩები
17 ნოემბერი
დანია-შვედეთი 2:2 (1:2)
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (19), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (76), 1:2 ი. პოულსენი (81), 2:2 ვესტერგაარდი (91)
დანია (4-2-3-1): შმეიხელი - იაკობსენი, კიაერი, აგერი, დიურმისი (84. ვესტერგაარდი) - ჰოიბერგი, დელეინი (46. კრონ-დელი) - ი. პოულსენი, ერიკსენი, იორგენსენი - ბენდტნერი (60. რასმუსენი)
შვედეთი (4-4-2): ისაკსონი - ლუსტიგი, იოჰანსონი, გრანკვისტი, ბენგტსონი (86. ოლსენი) - ლარსონი (81. ჰილემარკი), ლევიცკი, კალსტრიომი (69. სვენსონი), ფორსბერგი - ბერგი, იბრაჰიმოვიჩი
გაფრთხილება: დიურმისი, პოულსენი, ჰოიბერგი - ბენგტსონი, ლარსონი
კუთხური: 11-5; ჯარიმა: 8-16; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 19-6 (6-4); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 38 065
სლოვენია-უკრაინა 1:1 (0:2)
გოლები: 1:0 ცეზარი (11), 1:1 იარმოლენკო (97)
სლოვენია (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - ბრეჩკო, ილიჩი, ცეზარი, იოკიჩი - პეჩნიკი (67. ილიჩიჩი), კრჰინი, კამპლი - ბირსა (80. ლაზარევიჩი) - ბესზიაკი (68. ლიუბიანსკი), ნოვაკოვიჩი
უკრაინა (4-2-3-1): პიატოვი - ფედეცკი, ხაჩერიდი, რაკიცკი, შევჩუკი - სტეპანენკო, რიბალკა - იარმოლენკო, სიდორჩუკი (61. გარმაში), კონოპლიაკა - სელეზნიოვი (80. კრავეცი)
გაფრთხილება: ცეზარი, იოკიჩი, პეჩნიკი, ლაზარევიჩი - კონოპლიანკა, რიბალკა
გაძევება: ბრეჩკო (93)
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 20-23; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 11-12 (5-6); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 12994
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
02:11 18-11-2015
ევრო 2016. პლეი ოფი: საფრანგეთში შვედეთი და უკრაინა ითამაშებენ [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული