სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნაკრების ფეხბურთელებს მოღალატეები უწოდა

AutoSharing Option
სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუბენ აირაპეტიანმა ნაკრების ფეხბურთელებს მოღალატეები უწოდა, თუმცა არც ფეხბურთელთა საპასუხო რეაქციამ დააყოვნა.

საქმე ისაა, რომ ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში ერევანს ალბანეთის ნაკრები სტუმრობდა. ალბანელებმა 3:0 იმარჯვეს და ამით ევრო 2016-ის საგზური მოიპოვეს.

"ასეთი მარცხი ზოგიერთი ფეხბურთელის ღალატის გამო ვიწვნიეთ", - განაცხადა აირაპეტიანმა.

სომხეთის ნაკრების 9 ფეხბურთელმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა:

"ჩვენ ნაკრების თითოეული ფეხბურთელისა გვჯერა და გუნდში მოღალატის ძებნა კარგს არაფერს მოგვიტანს. ეს წლები მუდამ ბოლომდე ვიხარჯებოდით ნაკრებისთვის და ეს ასეც გაგრძელდება. მთელი ნაკრები ერთი
ოჯახია", - განცხადებას ხელს აწერენ "დორტმუნდის" ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი, იურა მოვსისიანი, არაზ ოზბილიზი, მარკოს პიზელი და სხვები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
იყიდე–გაყიდე რა, ქარვასლაა :) ?
მერაბი
10:30 03-12-2015
0
უი, აკი ალბანეთთან თამაში არ გაგვიყიდიაო?
inches mazalo
21:54 02-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული