შესაძლოა, ტერორიზმის საფრთხის გამო ევრო 2016-ის მატჩები უმაყურებლოდ ჩატარდეს

AutoSharing Option
ფეხბურთში ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ორგანიზატორთა განცხადებით, შესაძლოა, ტერორიზმის საფრთხის გამო მატჩების გამართვის ადგილის შეცვლა ან მათი მაყურებლების გარეშე ჩატარება გახდეს საჭირო.

საფრანგეთში გასამართი ტურნირის დირექტორად უეფას მიერ დანიშნული მარტინ კალენის განცხადებით, შესაძლოა მატჩები ერთი ან ორი დღით გადავადდეს და სულაც სხვა ქალაქში გაიმართოს. რიგ შემთხვევებში კი გამორიცხული არაა, თამაში უმაყურებლოდაც ჩატარდეს. მისი თქმით, უეფა ტურნირის უსაფრთხოებას გულშემატკივართა ინტერესებზე მაღლა აყენებს.

უსაფრთხოების საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გასული წლის ნოემბერში, ცნობილი მოვლენებისას, თვითმკვლელმა ტერორისტებმა საფრანგეთსა და გერმანიას შორის ამხანაგური მატჩის
დროს "სტად დე ფრანსზე" შესვლა სცადეს.

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 10 ივნისს საფრანგეთში დაიწყება და 10 ივლისამდე გაგრძელდება. 32 დღის განმავლობაში 51 მატჩი 10 სხვადასხვა სტადიონზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული