საფრანგეთში გასამართი ტურნირის დირექტორად უეფას მიერ დანიშნული მარტინ კალენის განცხადებით, შესაძლოა მატჩები ერთი ან ორი დღით გადავადდეს და სულაც სხვა ქალაქში გაიმართოს. რიგ შემთხვევებში კი გამორიცხული არაა, თამაში უმაყურებლოდაც ჩატარდეს. მისი თქმით, უეფა ტურნირის უსაფრთხოებას გულშემატკივართა ინტერესებზე მაღლა აყენებს.
უსაფრთხოების საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გასული წლის ნოემბერში, ცნობილი მოვლენებისას, თვითმკვლელმა ტერორისტებმა საფრანგეთსა და გერმანიას შორის ამხანაგური მატჩის
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 10 ივნისს საფრანგეთში დაიწყება და 10 ივლისამდე გაგრძელდება. 32 დღის განმავლობაში 51 მატჩი 10 სხვადასხვა სტადიონზე გაიმართება.