უეფა არ აპირებს ევრო 2016-ის მატჩების უმაყურებლოდ ჩატარებას

AutoSharing Option
უეფა არ აპირებს, უმაყურებლოდ ჩაატაროს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალური სტადიის მატჩები საფრანგეთში.

"ევროპის ჩემპიონატის მატჩების დახურულ კარს მიღმა გამართვას არ ვგეგმავთ", - იტყობინება ორგანიზაციის პრესსამსახური.

22 მარტს ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში განხორციელებულ ტერაქტებს 34 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტმა კი სხეულის დაზიანება მიიღო. სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებით, საფრთხე კიდევ არსებობს.

ტერაქტების შემდეგ უეფას ვიცე-პრეზიდენტმა ჯანკარლო აბატემ არ გამორიცხა, რომ ტერორისტური საფრთხეების გამო ევრო 2016-ის მატჩები ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ჩატარდეს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული