"ევროპის ჩემპიონატის მატჩების დახურულ კარს მიღმა გამართვას არ ვგეგმავთ", - იტყობინება ორგანიზაციის პრესსამსახური.
22 მარტს ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში განხორციელებულ ტერაქტებს 34 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტმა კი სხეულის დაზიანება მიიღო. სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებით, საფრთხე კიდევ არსებობს.
ტერაქტების შემდეგ უეფას ვიცე-პრეზიდენტმა ჯანკარლო აბატემ არ გამორიცხა, რომ ტერორისტური საფრთხეების გამო ევრო 2016-ის მატჩები ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ჩატარდეს.