ევრო 2016-ის მონაწილე ნაკრებების მწვრთნელთა ხელფასები

AutoSharing Option
"ფრანს ფუტბოლმა" ევრო 2016-ის მონაწილე 24 ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა ანაზღაურებები გაასაჯაროვა.

საფრანგეთში გასამართავი პირველობის მონაწილეთაგან ყველაზე მეტი ხელფასი ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, 68 წლის როი ჰოჯსონს აქვს - ის თვეში 416 ათას ევროს იღებს. მეორე ადგილზეა იტალიელთა თავკაცი ანტონიო კონტე, რომელიც თვეში 383 ათას ევროს იღებს. მესამე ადგილზე, ბევრისთვის მოულოდნელად, თურქთა დამრიგებელი ფათიჰ თერიმია - 291 ათასი ევრო.

გახსოვთ, ალბათ, მსგავსი სია 2014 წლის მუნდიალის წინაც გამოქვეყნდა და მაშინ ყველაზე მაღალხელფასიანი მწვრთნელი რუსებს ჰყავდათ - ფაბიო კაპელო. მაშინ სია "ფორბსმა"
გამოაქვეყნა და კაპელო წელიწადში 11,2 მილიონ დოლარს იღებდა.

ამ ხელფასით კაპელო ახლაც ლიდერი იქნებოდა, მაგრამ ის უკვე აღარ არის რუსეთის ნაკრების თავკაცი. აი, მისი შემცვლელი ლეონიდ სლუცკი კი 24 მწვრთნელს შორის ბოლო ადგილზეა. როგორ? როგორ და ის ჯერჯერობით ნაკრებში უფასოდ მუშაობს!

აღსანიშნავია, რომ თუ სლუცკი ჯერ უფასოდ მუშაობს და შემდეგ მისთვის ბონუს-სისტემა ამოქმედდება, "ფრანს ფუტბოლმა" ვერსად მოიპოვა უნგრეთის ნაკრების გერმანელი თავკაცის, ბერნდ შტორკის ხელფასის მონაცემები. არა გვგონია, მადიართა თავკაცის ხელფასი ლიდერთა შორის იყოს ცხრილში.

ამ დუეტს თუ არ ჩავთვლით, ყველაზე მცირე ანაზღაურება აქვს რუმინელთა გამოცდილ თავკაც ანგელ იორდანესკუს. "გენერალი" თვეში 10 ათას ევროს იღებს, რაც 41-ჯერ ნაკლებია, თუკი ინგლისელთა თავკაცის ანაზღაურებას შევადარებთ.

გთავაზობთ "ფრანს ფუტბოლის" სრულ სიას:

მწვრთნელი ნაკრები წლიური ხელფასი
1. როი ჰოჯსონი ინგლისი 5 000 000
2. ანტონიო კონტე იტალია 4 600 000
3. ფათიჰ თერიმი თურქეთი 3 500 000
4. იოახიმ ლიოვი გერმანია 3 200 000
5. ვისენტე დელ ბოსკე ესპანეთი 3 000 000
6. დიდიე დეშამი საფრანგეთი 2 000 000
7. მარსელ კოლერი ავსტრია 1 500 000
8. ფერნანდო სანტუში პორტუგალია 1 200 000
9. მარტინ ონილი ირლანდია 1 000 000
10. ვლადიმირ პეტკოვიჩი შვეიცარია 750 000

11. მარკ ვილმოტსი ბელგია 750 000
12. ლარს ლაგერბაკი ისლანდია 430 000
13. მაიკლ ონილი ჩრ. ირლანდია 320 000
14. ჯანი დე ბიაზი ალბანეთი 280 000
15. კრის კოულმენი უელსი 260 000
16. ანტე ჩაჩიჩი ხორვატია 250 000
17. პაველ ვრბა ჩეხეთი 220 000
18. ადამ ნავალკა პოლონეთი 200 000
19. ერიკ ჰამრენი შვედეთი 200 000
20. იან კოზაკი სლოვაკეთი 180 000

21. მიხაილო ფომენკო უკრაინა 170 000
22. ანგელ იორდანესკუ რუმინეთი 120 00
23. ლეონიდ სლუცკი რუსეთი -
24. ბერნდ შტორკი უნგრეთი -

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
რომან... 240 000 წელიწადში პლიუს ბონუს სისტემა რა შედეგსაც დადებს...
effe
11:32 26-03-2016
0
ვაისი რამდენს იღებს გაირკვა თუ ისევ მალავენ?
რომან
01:11 26-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული