ანტონიო კონტეს ახალი თავსატეხი - პერინი ევრო 2016-ს გამოტოვებს

AutoSharing Option
"ჯენოას" მეკარე მატია პერინმა ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა. მას უახლოეს დღეებში ოპერაციას გაუკეთებენ და დაახლოებით 6 თვე მოუწევს უქმად ყოფნა. 23 წლის კარის დარაჯი მიმდინარე სეზონის დასკვნით ნაწილს და მომდევნო სეზონის სტარტს გამოტოვებს.

ამასთან, პერინი ევროპის ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრება იტალიის ნაკრებთან ერთად. არადა, მას შემდეგ, რაც სალვატორე სირიგუმ პსჟ-ის ძირითად შემადგენლობაში დაკარგა ადგილი, ჯანლუიჯი ბუფონის პირველ შემცვლელად სწორედ პერინი მოიაზრებოდა.

მოკლედ, ანტონიო კონტემ მნიშვნელოვანი ფიგურა დაკარგა და ახალი მეკარის შერჩევა მოუწევს.

"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, პერინის ტრავმა კარგი შანსია ჯანლუიჯი დონარუმასთვის,
რომ პირველად მოხვდეს ეროვნულ ნაკრებში და თანაც, ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავროს. სხვა კანდიდატებიდან დანიელე პადელი უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც "ტორინოში" ასპარეზობს და კონტემ რამდენჯერმე იხმო სანაკრებო შეკრებაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული