ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს. როგორც კლუბი იტყობინება, ფეხბურთელს უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება, სარეაბილიტაციო კურსი კი საკმაო დროს მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 10 ივნისს დაიწყება და 10 ივლისამდე გასტანს. აღნიშნულ ჩემპიონატს წელს საფრანგეთი მასპინძლობს, იტალია კი ჯგუფში ბელგიასთან, ირლანდიასა და შვედეთთან მოხვდა.