სიგარეტის მწარმოებლები და მოვაჭრეები ევრო 2016-ის ჩაშლით იმუქრებიან

AutoSharing Option
საფრანგეთში თამბაქოს ნაწარმით მოვაჭრეები იმ სტადიონების შესასვლელების ბლოკირებას გეგმავენ, სადაც ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მატჩები უნდა გაიმართოს. ამ ნაბიჯით ისინი საფრანგეთში ახალ კანონის ამოქმედებას გააპროტესტებენ, რომელიც ყველანაირი სიგარეტის კოლოფის ერთიანი დიზაინით გამოშვებას ითვალისწინებს. ამის შესახებ Le Parisien-ი იუწყება.

კანონის თანახმად, რომელიც ძალაში 2016 წლის 20 მაისიდან შევა, საფრანგეთში სიგარეტი მხოლოდ თეთრი ფერის კოლოფებით უნდა გაიყიდოს - მწარმოებელთა ლოგოტიპების გარეშე. ამასთან, კოლოფზე აუცილებლად უნდა იყოს გამაფრთხილებელი ცნობა მოწევის მავნებლობის შესახებ და ფოტოსურათები, სადაც მოწევით გამოწვეული მძიმე შედეგები ჩანს. სიგარეტის მარკები კოლოფებზე
მხოლოდ წვრილი შრიფტით იქნება აღბეჭდილი. 2017 წლის 1-ლი იანვრიდან, სიგარეტის ყველა კოლოფს, რომელიც ამ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, სავაჭრო ქსელიდან ამოიღებენ.

სიგარეტით მოვაჭრეთა ფედერაციის პრეზიდენტი ბერნარ გასკი აღნიშნავს, რომ ბევრი მწარმოებელი გეგმავს ევრო 2016-ის ბლოკირებას იმ იმედით, რომ ხელისუფლება ამ კანონის მიღებას გადაიფიქრებს.
Le Parisien
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუფ--დაღუპულა ევროფეხბურთი
Malkhaz
21:00 19-05-2016
0

სიახლეები პოპულარული