ტურნირის მოქმედმა ჩემპიონებმა თავიდანვე შეუტიეს და ჯერ ირაკლი აზაროვის გოლით დაწინაურდნენ, მერე კი ვახტანგ ჩარკვიანის ზუსტი დარტყმით ორბურთიანი სხვაობა დააფიქსირეს. უკრაინელებს კიდევ ერთი ბურთი ზურიკო დავითაშვილმა გაუტანა პენალტით, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას წაქცევისთვის დაინიშნა.
ამგვარად, გიორგი ნემსაძის გუნდმა ორ ტურში 6 ქულა დააგროვა და ვინაიდან პარალელურ მატჩში ბელარუსი-ესტონეთი 1:1 დასრულდა, ფინალის საგზური ვადაზე ადრე გაინაღდა.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ესტონეთს 19
გიორგი ნემსაძემ უკრაინასთან ასეთი შემადგენლობა დააყენა: ხარშილაძე, კაპანაძე (თუდები 82), გელაშვილი, ნონიკაშვილი, აზაროვი, კვარაცხელია, ჩოთალიშვილი, დავითაშვილი, მექვაბიშვილი, შალიკაშვილი (ლორთქიფანიძე 61), ჩარკვიანი (ლომთაძე 61).
B ჯგუფში სლოვაკეთმა 3:1 მოუგო სლოვენიას და 6 ქულით პირველ ადგილზეა. ისრაელმა კი 2:0 დაამარცხა ლატვია.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
შემადგენლობას თვალი გადავავლე და თვალში მომხვდა,შემადგენლობაში მხოლოდ ერთი მეგრული გვარია.მე თვითონ კახელი ვარ და სხვანაირად არავინ იფიქროს,მაგრამ სამეგრელო ყოველთვის იყო ტალანტების ბუდე,ვიცი ახლაც ბევრი იქნება ასეთი,მუშაობაა საჭირო სამეგრელოში,გაცილებით მეტი მოედანია საჭირო სამეგრელოშიც და მთლიანად ზღვისპირეთშიც,ბევრი მუშაობა,არ შეიძლება ასე დაიშრიტოს შევსება სამეგრელოდან.ზუგდიდის სტადიონის გახსნა ალბათ შეამსუბუქებს სიტუაციას,მაგრამ არც ეგ იქნება საკმარისი