ვასილ მაისურაძემ ახალგაზრდული ნაკრებისთვის საინტერესო ფეხბურთელები შეკრიბა და ვარჯიშის გარდა, ერთ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებს. 3 სექტემბერს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "საბურთალოს" გაეჯიბრება.
ვასილ მაისურაძემ პირველ შეკრებაზე ეს ფეხბურთელები მიიწვია:
მეკარეები: ნიკა ქავთარაძე (ვიტ ჯორჯია), ლევან ისიანი (გაგრა);
მცველები: ნიკა ყურშავიშვილი (ცხინვალი), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), დავით კიკალიშვილი (დინამო თბილისი), ბექა ნიკოლაშვილი (საბურთალო);
ნახევარმცველები: ლუკა ბაკურაძე (საბურთალო), ლუკა ვარძელაშვილი (ლოკომოტივი), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბათუმი), თორნიკე
თავდამსხმელები: ლაშა ლეჟავა (ცხინვალი), გიორგი გოგილაშვილი (შუქურა), ზაურ კერელეიშვილი (დილა), გიორგი მუზაშვილი (ცხინვალი).