U21. საქართველო VS პოლონეთი - მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს იწყებს. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გია გეგუჩაძის გუნდი პოლონეთის 21-წლამდელთა ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "მეორე არხი" წარმოადგენს.

31 აგვისტოს საქართველოს ნაკრებმა პოლონეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა. გეგუჩაძემ გუნდი ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ავარჯიშა. წვრთნის დაწყებამდე გუნდს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდა და გაამხნევა.

ცნობილია, რომ ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ ლუკა ზარანდია და გიორგი ჩაკვეტაძე. სამაგიეროდ, 21-წლამდელებს ეროვნული ნაკრებიდან შეუერთდა მცველი
ჯიმი ტაბიძე
.

იხილეთ გია გეგუჩაძის პრესკონფერენცია

დღევანდელი დაპირისპირების წინ ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს:

ვატო არველაძე:
"ბედნიერი ვარ, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში გამომიძახეს. ძალიან კარგად ვემზადებით, რადგან ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ პოლონეთთან მატჩს კარგ მდგომარეობაში შევხვდეთ. დიდი იმედი მაქვს, დაგეგმილ მიზანს მივაღწევთ და 3 ქულას ავიღებთ".

ბექა ქურდაძე:
"წინა ჯგუფთან შედარებით, ახლა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის უფრო მეტი შანსი გვაქვს. ყველანაირად ვეცდებით, სასურველ მიზანს მივაღწიოთ. ამ მატჩის მნიშვნელობაზე ლაპარაკიც ზედმეტია, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი თამაშია. ჩვენ მასპინძლები ვიქნებით და ვეცდებით, გავიმარჯვოთ".

დავით სამურკასოვი:
"სიმართლე გითხრათ, ახალგაზრდულში გამოძახებას არ ველოდი და მიწვევამ ძალიან გამახარა. იმედია, როგორც 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მოხდა პორტუგალიასთან, გორში 1-ელ  სექტემბერსაც სავსე იქნება სტადიონი".

გიორგი ხარაიშვილი:
"პოლონეთი ამ ჯგუფის ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრებია, მაგრამ სასიხარულოა, რომ შესარჩევ ციკლს საკუთარ მოედანზე თამაშით ვხსნით. ეს ჩვენთვის დადებითი მხარეა. იმედია, როგორც 19-წლამდელებზე, ამჯერადაც გაივსება სტადიონი და კარგი თამაშით ყველას გავახარებთ".

ლადო მამუჩაშვილი:
"პოლონეთი ხელწამოსაკრავი გუნდი არაა, მაგრამ ჩვენი მიზანი პირველი თამაშის მოგება და ტურნირის კარგი განწყობით დაწყებაა. ეს 3 ქულა ძალიან გვჭირდება, თან პირველი თამაში საკუთარ კედლებში გვაქვს და მოგება აუცილებელიც არის".

ბექა მიქელთაძე:
"პოლონეთი ძალიან ძლიერი, ძალისმიერი და ფიზიკურად მშვენივრად მომზადებული გუნდია. ის ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ ჩვენი თამაში უნდა დავუპირისპიროთ. 100 პროცენტით დავიხარჯებით და ვეცდებით, რომ შესარჩევი ეტაპი მოგებით დავიწყოთ".

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს მე-3 ჯგუფში მეტოქეებად, პოლონეთის გარდა, დანიის, ლიტვის, ფარერებისა და ფინეთის 21-წლამდელთა გუნდები ჰყავს. I ტურის მატჩებს ჩვენი მეტოქეები 5 სექტემბერს ჩაატარებენ - დანია ლიტვას უმასპინძლებს, ფინეთი - ფარერებს.

U21. საქართველოს ნაკრები
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი);

მცველები:
დავით კობოური (დინამო თბ), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), გიორგი ქანთარია (გროდნო, ბელორუსი), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), აკაკი შულაია (დინამო თბ), დავით ცეცხლაძე (სებაილი, აზერბაიჯანი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი);

ნახევარმცველები:
გიორგი კუცია (დინამო თბ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ნიკა ბაშელეიშვილი (თელავი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლადო მოხევიშვილი (ალკოიანო, ესპანეთი);

თავდამსხმელები:
ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
სოფელში ცხვარზე და ოციანზე რომ ვთამაშობდით უფრო მეტი "დისციპლინა" და "სიხალასე" გვქონდა ხოლმე. სანამ საფეხბურთო ნაკრებებში კარგი ფსიქოლოგები არ იმუშავებენ შედეგი უნდა დავივიწყოთ სამწუხაროდ, ყოველთვის ცხვარი და ოციანის განცდა იქნება.)))
rustavi
01 სექტემბერი 2017 21:59
0
გეგუჩაძე თუ ნამუსი გაქვს წახვიდე უნდა
batumeli
01 სექტემბერი 2017 21:44
0
კალათბურთის მერე ჩვენ ფეხბურთს არ უნდა უყურო
vaso
01 სექტემბერი 2017 18:07
0
Geguchadze shenc sias gadmogcemen xoo?saburtalo da lokomotivia saqartvelos nakrebi?
Batumeli
01 სექტემბერი 2017 16:13
2
Irlandia ar chamodis? Xval tamashia da arafers wert
Gia
01 სექტემბერი 2017 15:17
0
გადაცემაზე რატო არ წერთ?
ვნახავთ ბოლობოლო ამ თამაშს?ცნობისთვის ვაი ფეხბურთის ფედერაცას,ფეხბურთი არის ხალხისთვის და თუ ვერ ვუყურეთ გამოდის,რომ ჰაერზე ტარდება ეს შეხვედრაა
vai tqvens patrons
01 სექტემბერი 2017 14:33
1
იქნებ ბილეთი აგეღო.
haha
01 სექტემბერი 2017 17:17
0
მეორე არხზეა
გულშემატკივარი
01 სექტემბერი 2017 16:01
0
დირექციას იქნებ ტრანსლიაციაზე რამე ინფორმაცია მოგვაწოდოთ!!!!!!!!!!!!!!
maxoia
01 სექტემბერი 2017 14:20
3
სულ რეპორტაჟზე რატომ უნდა გვიწევდეს ღრიტინი, სირცხვილია.
guri
01 სექტემბერი 2017 13:38
3
მარტო ზარანდია და ჩაკვეტაძე კი არა მთელი გუნდი აკლია კიტეიშვილი არაბიძე ლოჩოშვილი თევზაძე ლაკვეხელიანი, მარტო მაგ 2-ს რატომ ახსენებთ? :)
avto
01 სექტემბერი 2017 13:31
0
Transliacia?
Gia
01 სექტემბერი 2017 12:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული