- U21. საქართველო VS პოლონეთი - მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა
სლოვაკური "ტრენჩინის" ფეხბურთელი გიორგი ბერიძე საქართველოშია და ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად გორში ემზადება. 20 წლის შემტევი ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს გამარჯვებით დაიწყებს...
"პოლონეთი საკმაოდ კარგი გუნდია. თეორიაზე მათი თამაში შევისწავლეთ, მწვრთნელებმა მეტოქის დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილეს და მიახლოებითი
როგორც ვხვდებით, პოლონელები, ტრადიციებიდან და მათი ნაკრებების თამაშის სტილიდან გამომდინარე, კონტრშეტევაზე ითამაშებენ. ჩვენი უპირატესობა უნდა იყოს ბურთის ფლობა. ვეცდებით, მეტოქე მაღალი პრესინგის ხარჯზე დავამარცხოთ", - ამბობს ბერიძე.
ევროპალიგაზე "ტრენჩინმა" დამაჯერებლად დაამარცხა ქუთაისის "ტორპედო". სლოვაკური გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე ქართველი ლეგიონერი იყო. მანამდე ის სლოვაკეთის დასრულებული ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, მაგრამ იქ ახალი სეზონი დაიწყო, უკვე 6 ტური ჩატარდა და ბერიძე მოედანზე მხოლოდ სამჯერ გამოჩნდა.
ტრენჩინის" მთავარმა მწვრთნელმა მარტინ შეველამ კი გააკრიტიკა, "გენტიდან" (გიორგი ბელგიურმა კლუბმა იჯარით გაუშვა) ბევრად უკეთესი ჩამოვიდა, ახლა საკუთარ თავს არ ჰგავსო. ბერიძეს ამაზეც ვკითხეთ:
"ბოლო თამაშებიდან ყველა არ ჩამიტარებია, რადგან ფიზიკურად კარგად არ ვარ, მაგრამ ნელ-ნელა კონდიციებში შევდივარ. დარწმუნებული ვარ, მალე ძველებურად ვითამაშებ და გუნდს მაქსიმალურად დავეხმარები".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"