U21. საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევი პოლონეთთან მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მე-3 ჯგუფში პირველი შეხვედრა პოლონეთის ნაკრებთან გამართა და დიდი ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე პირველი ტაიმი უგოლოდ მიილია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი ორივე კართან შეიქმნა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა თამაში თითქოს აქტიურად დაიწყეს, მაგრამ 58-ე წუთზე გოლი აქეთ მიიღეს. კუთხურის შემდეგ არბიტრმა, საკმაოდ საკამათო ეპიზოდში, გიორგი ბერიძეზე თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და საქართველოს ნაკრების კარში 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც დავიდ კოვნაცკიმ გოლად აქცია - 0:1.

გაშვებული გოლის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდი მთლიანად მოიშალა და პოლონელთა მოწოდებულ მომდევნო კუთხურსაც ლაზარე კუპატაძის კარში გოლი მოჰყვა. პოლონელთა კაპიტანმა დუბლი 65-ე წუთზე მიითვალა - 0:2.

საქართველოს ნაკრებს მესამე გოლი 71-ე წუთზე ბარტოჟ კაპუსტკამ გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:3.

82-ე წუთზე ბერიძეს პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი პოლონელთა კარში ვერ გადაგზავნა. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებს ღირებული არაფერი შეუქმნია, სამაგიეროდ, კუპატაძეს მოუხდა ბოლო წუთებზე კარის გადარჩენა...

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ჯგუფში მეტოქეებად, პოლონეთის გარდა, დანიის, ლიტვის, ფარერებისა და ფინეთის 21-წლამდელთა გუნდები ჰყავს. მომდევნო შეხვედრას გეგუჩაძის ნაკრები 6 ოქტომბერს, სტუმრად დანიის თანატოლებთან ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრებმა პოლონეთთან ამ შემადგენლობით ითამაშა:
ლაზარე კუპატაძე, აკაკი შულაია (68, გიორგი კოხრეიძე), გაგი მარგველაშვილი, ჯიმი ტაბიძე, გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი კუცია (46, ცოტნე ნადარაია), ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლადო მოხევიშვილი (76, დავით კობოური), გიორგი ხარაიშვილი, ბექა მიქელთაძე, გიორგი ბერიძე.
მკითხველის კომენტარები / 52 /
არ მინდა ახალგაზრდებს გული ვატკინო , მაგრამ 0 : 3 ყველა უბნის გუნდი ითამაშებს ,მაშინ რა საჭიროა 10-15 წელი ვარჯიში. ალბათ ჩვენ აცდენილები ვართ მსოფლიო ფეხბურთის განვითარებას. გული არ გაიტეხოთ ახალგაზრდებო უსაშველო ჩვენი მტერი იყოს. ჩვენი ფეხბურთი დარჩა თამაში ,ევროპის ფეხბურთი ბრძოლაა
ცვლილება
01 სექტემბერი 2017 22:42
1
აუუ რას გავდით? წაგებაზე არაფერი,შეგუებული ვარ მაგრამ თამაშის ხარისხმა გამაოგნააა...გეგუჩაძე 0 იყავი დღეს,შემადგენლობა საერთოდ ვერ გამოიცანი თუ ვერ მოხოდეეე არ ვიცი...რამდენჯერ ეხებოდნენ ბურთს სანამ პასს მისცემდნებ 5-6 მაინც და მერე ეს უაზრო ტრიალი უკან ბურთის წამოღება და რავი ...თქვენი ბავშობის მწვრთნელები ჩამოსაკიდები არიან...ეს თქვენი ვIტომ გადამლაშებული თექნიკა ხომ ამოვიდა ყელში მიეციიი რა დროულად ეს პასიიიიი...სამგურალს ხომ არ ეთამაშები ტოოო...ტრიალებ ტრიალებ და მერე ისევ იმას აძლევ პასს ვისთვისაც უნდა მიგეცაა,არა ოქროს წამები გადის ,სიმწვავე იკარგებაა...აუუუუ ეგრე 10 წლის ბავშვები აღარ თამაშობერნნნნ
patrioti
01 სექტემბერი 2017 22:17
0
პატრიოტო,ჟარგონის რა მოგახსენო,მაგრამ რასაც ამბობ,მართალს ამბობ.მეორე ტაიმში რამდენჯერ მოხდა,რომ შეტევაში ბურთიანი კაცი საჯარიმოს წინ ტრიალებდა,სხვები კი გაჩერებულები უყურებდნენ,რას იზავდა,ანაც უარესი,გაშლის მაგივრად მისკენ მიდიოდნენ და თავისი მცველიც მასთან მიჰყავდათ.სამივე გოლი ჩვენს კარში სასაცილო იყო.გეგუჩაძე საკმაოდ ჭკვიანი მჭვრთნელია და ვფიქრობ ნაკრების თამაშში კორექტივებს შეიტანს,მაგრამ ბურთის მიღების ტექნიკას ნაკრებში ვერ ისწავლი,მანამდე უნდა გქონდეს ნასწავლი.
სოსო
02 სექტემბერი 2017 09:43
0
ასე საზიზღრად მოთამაშე ასსაკობრივი მართალი გითხრათ არც მახსოვს. ინდივიდუალურად თითქოს არაუშავს შემადგენლობას, ერ. ლიგაც გახურებულია, სათამაშო პრაქტიკაც აქვთ, მაგრამ ერთად ამათ ნახვას ჯობია თურქულ სერიალს უყურო. დრო საკმარისზე მეტი ქონდა გეგუჩაძეს და მართლა იმედი მქონდა რომ გამართულ ფეხბურთს შემოგვთავაზებდნენ.
პოლონეთს რაც შეეხება, გადავხედე შედეგებს და სამარცხვინოდ ჩაატარეს წინა თამაშები. ერთი შეხედვით ბულკი ჯგუფი შეგვხვდა, მაგრამ...
პენალტზე და მსაჯზე არ მინდა საუბარი, ჯერ ფეხბურთის თამაში ვისწავლოთ :)
ვაი
01 სექტემბერი 2017 22:18
0
კალათბურთში და რაგბში თუ ვახერხებთ ღირსეულად თამაშს ფეხბურთში რა ჭირი გვჭირს? კორუფცია და ნეპოტიზმი წლებია ყვავის და კობიაშვილი არ გრცხვენია? რას აკეთებ რამე რომ შეიცვალოს? მარტო საკუთარ თავზე როგორ ფიქრობთ ყველა!
პაატა
02 სექტემბერი 2017 00:05
3
ისეთი ფეხბურთელები ათამაშეს საერთოდ არ უწევთ თამაში ეროვნულ ლიგაში
kaxi
01 სექტემბერი 2017 22:19
0
არა და აქ ნათამაშევი ზოგიერთი ფეხბურთელის დიდ ნაკრებში თამაშს მოითხოვს ზოგიერთი გულშემატკივარი.საკვირველი იცით რა არის?დაცვაში ვინც გინდა ვათამაშოთ,რომელ ნაკრებშიც უნდა იყოს,დაცვა მაინც ნახირსა ჰგავს და არავის არ იჭერს,პენალტის მომენტში ,სამი კაცი ერთდროულდ წაიქცა,მგონი ესეც შეგნებულად გააკეთეს და მსაჯიც წამოეგო.ეს დღეები მსაჯები სპორტის ყველა სახეობაში სასწაულებს გვიკეთებენ და ეს პენალტიც არაა გამონაკლისი.
სოსო
01 სექტემბერი 2017 22:57
2
daqacha ashkarad da danishna msajma prnalti, uaryofiti chven nakrebshi edzebo ajobebs.
gio
02 სექტემბერი 2017 10:21
0
შესარჩევის კატასტროფულად დაწყება!
dato
01 სექტემბერი 2017 22:11
0
კიტეიშვილის და ჩაკვეტაძის არ ყოფნა გუნდს ძალიან ძალიან ეტყობა იმედია მომავალში ყველაფერი კარგად იქნება, წარმატებები!!!
არა უშავს
01 სექტემბერი 2017 22:31
2
კარგი სპეციალისტი უნდა გუნდს!!
guja
01 სექტემბერი 2017 23:29
3
სპეციალისტი,ზოგადად აბა არ უნდა? მაგრამ ფეხბურთელების მაგიერ ითამაშებს ვინმე? ერთი-ორჯერ ბურთს აკენწლის და თავი ფეხბურთელი ჰგონია ზოგს, ბურთის გაგნებაში არაა დიდი ნაწილი ნაკრების წევრებისა, დავალებას ვერ ასრულებენ და მწვრთნელი რაღას იზამს? მწვრთნელმა ტაქტიკა უნდა მოხაზოს, დავალებები მისცეს, ბურთის გაჩერებას და კარში სწორად დარტყმას ხო არ უნდა ასწავლიდეს ნაკრებში მოსულს(მიყვანილს!). P.S. მერე დადგებიან და სწყინთ ხალხი რატო არ დადის სტადიონზეო? ბაბუუ! მოიქეცით მორაგბეებივით, კალათბურთელებივით და კიდევ ზოგი სხვა სახეობის კაცებივით და მოგიბრუნდებათ ხალხი......
g.v.g.
02 სექტემბერი 2017 08:36
0
ცუდია
gia
02 სექტემბერი 2017 00:32
0
კობიაშვილი კანონების მიღებით დაკავდა, მართლა ამ ოცნებამ სულ გაუბერა როგორც ხედავს ქვეყანას ის სიტუაცია არის ფეხბურთშიც.
ბერი ანხელი
02 სექტემბერი 2017 03:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული