U21. საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევი პოლონეთთან მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მე-3 ჯგუფში პირველი შეხვედრა პოლონეთის ნაკრებთან გამართა და დიდი ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე პირველი ტაიმი უგოლოდ მიილია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი ორივე კართან შეიქმნა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა თამაში თითქოს აქტიურად დაიწყეს, მაგრამ 58-ე წუთზე გოლი აქეთ მიიღეს. კუთხურის შემდეგ არბიტრმა, საკმაოდ საკამათო ეპიზოდში, გიორგი ბერიძეზე თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და საქართველოს ნაკრების კარში 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც დავიდ კოვნაცკიმ გოლად აქცია - 0:1.

გაშვებული გოლის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდი მთლიანად მოიშალა და პოლონელთა მოწოდებულ მომდევნო კუთხურსაც ლაზარე კუპატაძის კარში გოლი მოჰყვა. პოლონელთა კაპიტანმა დუბლი 65-ე წუთზე მიითვალა - 0:2.

საქართველოს ნაკრებს მესამე გოლი 71-ე წუთზე ბარტოჟ კაპუსტკამ გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:3.

82-ე წუთზე ბერიძეს პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი პოლონელთა კარში ვერ გადაგზავნა. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებს ღირებული არაფერი შეუქმნია, სამაგიეროდ, კუპატაძეს მოუხდა ბოლო წუთებზე კარის გადარჩენა...

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ჯგუფში მეტოქეებად, პოლონეთის გარდა, დანიის, ლიტვის, ფარერებისა და ფინეთის 21-წლამდელთა გუნდები ჰყავს. მომდევნო შეხვედრას გეგუჩაძის ნაკრები 6 ოქტომბერს, სტუმრად დანიის თანატოლებთან ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრებმა პოლონეთთან ამ შემადგენლობით ითამაშა:
ლაზარე კუპატაძე, აკაკი შულაია (68, გიორგი კოხრეიძე), გაგი მარგველაშვილი, ჯიმი ტაბიძე, გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი კუცია (46, ცოტნე ნადარაია), ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლადო მოხევიშვილი (76, დავით კობოური), გიორგი ხარაიშვილი, ბექა მიქელთაძე, გიორგი ბერიძე.
მკითხველის კომენტარები / 52 /
არავინ წავიდეს სტადიონზე ირბინონ და იყვნენ.
კოლა
02 სექტემბერი 2017 03:41
0
კობიაშვილი კანონების მიღებით დაკავდა, მართლა ამ ოცნებამ სულ გაუბერა როგორც ხედავს ქვეყანას ის სიტუაცია არის ფეხბურთშიც.
ბერი ანხელი
02 სექტემბერი 2017 03:38
0
ზუროსი დავნიშნოთ ფეხბურთიც არ ივარგებს?
ბერი ანხელი
02 სექტემბერი 2017 03:27
0
erti beridze darboda, marto ra unda ekna...danarchenebi tkvila tvaloben, araferi ar gamova magatgan, jobia sxva profesias daeuflon...geguchadzes 6 dan 9 tlis bavshvebs tu gatvrnis, egaa magis maksimumi.
apo
02 სექტემბერი 2017 01:57
0
ცუდია
gia
02 სექტემბერი 2017 00:32
0
კალათბურთში და რაგბში თუ ვახერხებთ ღირსეულად თამაშს ფეხბურთში რა ჭირი გვჭირს? კორუფცია და ნეპოტიზმი წლებია ყვავის და კობიაშვილი არ გრცხვენია? რას აკეთებ რამე რომ შეიცვალოს? მარტო საკუთარ თავზე როგორ ფიქრობთ ყველა!
პაატა
02 სექტემბერი 2017 00:05
3
კარგი სპეციალისტი უნდა გუნდს!!
guja
01 სექტემბერი 2017 23:29
3
სპეციალისტი,ზოგადად აბა არ უნდა? მაგრამ ფეხბურთელების მაგიერ ითამაშებს ვინმე? ერთი-ორჯერ ბურთს აკენწლის და თავი ფეხბურთელი ჰგონია ზოგს, ბურთის გაგნებაში არაა დიდი ნაწილი ნაკრების წევრებისა, დავალებას ვერ ასრულებენ და მწვრთნელი რაღას იზამს? მწვრთნელმა ტაქტიკა უნდა მოხაზოს, დავალებები მისცეს, ბურთის გაჩერებას და კარში სწორად დარტყმას ხო არ უნდა ასწავლიდეს ნაკრებში მოსულს(მიყვანილს!). P.S. მერე დადგებიან და სწყინთ ხალხი რატო არ დადის სტადიონზეო? ბაბუუ! მოიქეცით მორაგბეებივით, კალათბურთელებივით და კიდევ ზოგი სხვა სახეობის კაცებივით და მოგიბრუნდებათ ხალხი......
g.v.g.
02 სექტემბერი 2017 08:36
0
არა და აქ ნათამაშევი ზოგიერთი ფეხბურთელის დიდ ნაკრებში თამაშს მოითხოვს ზოგიერთი გულშემატკივარი.საკვირველი იცით რა არის?დაცვაში ვინც გინდა ვათამაშოთ,რომელ ნაკრებშიც უნდა იყოს,დაცვა მაინც ნახირსა ჰგავს და არავის არ იჭერს,პენალტის მომენტში ,სამი კაცი ერთდროულდ წაიქცა,მგონი ესეც შეგნებულად გააკეთეს და მსაჯიც წამოეგო.ეს დღეები მსაჯები სპორტის ყველა სახეობაში სასწაულებს გვიკეთებენ და ეს პენალტიც არაა გამონაკლისი.
სოსო
01 სექტემბერი 2017 22:57
2
daqacha ashkarad da danishna msajma prnalti, uaryofiti chven nakrebshi edzebo ajobebs.
gio
02 სექტემბერი 2017 10:21
0
არ მინდა ახალგაზრდებს გული ვატკინო , მაგრამ 0 : 3 ყველა უბნის გუნდი ითამაშებს ,მაშინ რა საჭიროა 10-15 წელი ვარჯიში. ალბათ ჩვენ აცდენილები ვართ მსოფლიო ფეხბურთის განვითარებას. გული არ გაიტეხოთ ახალგაზრდებო უსაშველო ჩვენი მტერი იყოს. ჩვენი ფეხბურთი დარჩა თამაში ,ევროპის ფეხბურთი ბრძოლაა
ცვლილება
01 სექტემბერი 2017 22:42
1
ისეთი ფეხბურთელები ათამაშეს საერთოდ არ უწევთ თამაში ეროვნულ ლიგაში
kaxi
01 სექტემბერი 2017 22:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული