შეგახსენებთ, ტურნირის სასტარტო მატჩში გიორგი ნემსაძის გუნდმა ალბანეთი გაანადგურა - 5:0.
ყირგიზებთან შეხვედრაში ანგარიში ზურაბ დავითაშვილმა გახსნა, რომელმაც საბოლოოდ ჰეთ-თრიქი შეასრულა (მე-7, 44-ე პენ, 47-ე). დუბლი მიითვალა ხვიჩა კვარაცხელიამ (14, 29), თითო გოლით კი - გიორგი გულიაშვილმა (54) და გიორგი ლომთაძემ (67) გამოირჩნენ. ყირგიზებმა პრესტიჟის გოლი 11-მეტრიანით გაიტანეს.
საქართველოს ნაკრები A ჯგუფის ბოლო შეხვედრას
საქართველოს ნაკრებმა ყირგიზებთან ამ შემადგენლობით ითამაშა:
ბახტაძე, აბზიანიძე (ბაქრაძე 41), მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი, კაპანაძე, აზაროვი (შვარცი 41), ჩოთალიშვილი (ლომთაძე 52), შალიკაშვილი (ჯინჭარაძე 52), დავითაშვილი (ქუთათელაძე 57), გულიაშვილი, კვარაცხელია (ჯანგველაძე 57).