16-წლამდელებმა აზერბაიჯანი მეორედაც დაამარცხეს

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგურ მატჩშიც დაამარცხა აზერბაიჯანი. პირველი შეხვედრისგან (5:2) განსხვავებით, ზვიად ჯელაძის გუნდს ამჯერად უფრო მეტი გარჯა დასჭირდა გამარჯვების მოსაპოვებლად, შემადგენლობაც ოდნავ შეცვლილი იყო და მწვრთნელს პირველივე ტაიმში მოუხდა კორექტივების შეტანა.

სტუმრები მე-17 წუთზე გატანილი პენალტით დაწინაურდნენ, რასაც საქართველოს ნაკრებმა ორი გოლით უპასუხა - ჯერ ლუკა ტორონჯაძემ გაათანაბრა ანგარიში, მერე კი ზურაბ ერაძემ შეაგდო თავურით.

სომხიშვილი, დევდარიანი (კვარაცხელია 41), ერაძე, ტეფნაძე (მამაცაშვილი 41), ტალახაძე, მორჩილაძე, ოგბაიძე (ბუკია 68), ომარაშვილი (ტორონჯაძე 37; ოსიყმაშვილი 71), კოკაია (არველაძე 71), სანებლიძე (აბუაშვილი
30), თოხაძე (კონიაშვილი 58).

წყარი: http: gff.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული