U21. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი: დანია-საქართველო 5:2

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურში, ბოლოადგილოსანმა საქართველოს ნაკრებმა ლიდერ დანიასთან დიდი ანგარიშით წააგო.

2 ტურის შემდეგ, საქართველო ჯგუფის ერთადერთი უქულო გუნდი იყო, დანია კი, 6 ქულით, ცხრილის სათავეში იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ ყოფილა, რომ დანიაში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა ადვილად მოიგეს.

დანიამ პირველი ტაიმი ინგვარტსენისა და დეულუნდის გოლებით მოიგო. მე-2 ნახევარში, კვლავ ინგვარტსენისა და ლარსენის გოლებით, ანგარიში 4:0 გახდა.

შეხვედრის მიწურული გოლების სიუხვით გამოირჩა. 83-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა ბექა მიქელთაძემ ერთი ბურთი გაქვითა. ერთ წუთში, სკოვმა ოთხბურთიანი სხვაობა
აღადგინა, ხოლო კიდევ ერთ წუთის გასვლის შემდეგ, მიქელთაძემ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დანია U21 - საქართველო U21 5:2
საქართველო U21:
კუპატაძე, შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია, ხარაიშვილი, ჩაკვეტაძე, ჩიკვილაძე (ბაშელეიშვილი 79), ზარანდია (არველაძე 54), არაბიძე, ბერიძე (მიქელთაძე 69)
გოლები: 1:0 ინგვარტსენი 7, 2:0 დეულუნდი 21, 3:0 ინგვარტსენი 50, 4:0 ლარსენი 60, 4:1 მიქელთაძე 83, 5:1 სკოვი 84, 5:2 მიქელთაძე 85
მკითხველის კომენტარები / 20 /
ნაკრებში მუშაობა და კლუბში მუშაობა ერთმანეთისგან განსხვავდება, გეგუჩაძე უდაოდ კარგი მწვრთნელია ოღონდ მას ფაქტია კლუბში უფრო კარგად გამოსდის მუშაობა და ნაკრებში უნდა იყვნენ ის მწვრთნელები ვინც არაერთხელ დაამტკიცა და შეუძლია ნაკრებში მუშაობა!
Dragonfly
07 ოქტომბერი 2017 08:05
0
Tu gvinda rom rames moewios nakrebi amat unda daaxarjon fuli da chamouyvanon maxali donis specialisti vinc taqtikurad da fizikurad moamzadebs gunds sxva gza axaraa pirvel nakrebs arc ise eshveleba da arc ase da iqneb amat mainc raime sixaruli mogviyanon
Bego
07 ოქტომბერი 2017 03:20
0
U21 საბურთალო
dato
07 ოქტომბერი 2017 02:45
0
geguchadze gaushvit margvetis mtvrnelad, ra unda magas u21-shi?
gio
07 ოქტომბერი 2017 01:15
0
დანიას სუსტი გუნდი არ ჰყავს,მაგრამ ამ შემადგენლობის საქართველოს 21 წლამდე ნაკრებისგან ასეთ ცუდ თამაშს არ ველოდი ზედიზედ 2 წაგება ორივე დიდი ანგარიშით
daTo
07 ოქტომბერი 2017 00:43
0
არა რა ეს 5-2 მწვრთვნელის ბრალია როგორ დავიჯერო გუნდს ასეთი კარგი შემადგენლობა ყავდეს და ნადგურდებოდეს ეს გეგუჩაძის სისუსტეა და არა ფეხბურთელების
LIVE
06 ოქტომბერი 2017 23:57
2
კიდე გაუჩნდება ვინმეს კითხვა რატო არ იძახებენ ეროვნული ლიგიდან ფეხბურთელებს პირველ ნაკრებში?
Irakli apkhaidze
06 ოქტომბერი 2017 23:54
0
ვერ აყენებს სასტავს გეგუჩაძე ვერაააააააა!!!!! მასე თუ გაგრძელდა მალე ფარერებიც მოგვიგებნ!!!
გერი
06 ოქტომბერი 2017 22:14
0
მართლა გგონია რომ ახლა ფარერებს მოვუგებთ?
ბებეტო
07 ოქტომბერი 2017 10:15
1
სასტავს რას უწუნებ?ამ ბიჭებზე უკიჟინებენ ვაისს,დიდ ნაკრებში რატომ არ ეძახიო და სააქაოდაც აღარ ვარგანან?მაგრამ ეგ არის მთელი ჩვენი ავლადიდება და ამით უნდა გავიდეთ იოლას.გეგუჩაძემ სასტავი კი დააყენა,მაგრამ თამაში ვერ დაუყენა.
სოსო
07 ოქტომბერი 2017 10:06
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული